NGO-ები მერებისა და გამგებლებისთვის იმუნიტეტის დადგენის საკითხს აყენებენ

მერებს,გამგებლებს და სხვა არჩეულ მაღალი თანამდებობის პირებს სისხლის სამართლებრივი იმუნიტეტი უნდა იცავდეს – აღნიშნული საკითხი იქცა პროექტის „დაცული არჩევანი ეფექტური თვითმმართველობის გარანტი“ ერთ-ერთ თემად, რომლის პრეზენტაციაც საია-ს ქუთაისის ფილიალში გაიმართა. აღნიშნულ პროექტს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახორციელებს. პროექტი რამოდენიმე კომპონენტს მოიცავს და მათ შორის, ერთ-ერთი სიღრმისეული კვლევის ობიექტს მერებისა და გამგებლების იმუნიტეტის საკითხი წარმოადგენს.
ngo

პროექტში მონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით „ადგილობრივ თვითმმართველობებზე საკმაოდ ხშირად ხორციელდება ზეწოლა, ამიტომ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ უნდა დაიხვეწოს სამართლებრივი მექანიზმი არჩეული ადგილობრივი საჯარო მოხელეების დაცვის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო თვალთვაძემ.
კონსტიტუციის თანახმად, იმუნიტეტი აქვს ორ საჯარო მოხელეს, პარლამენტის წევრსა და პრეზიდენტს, ამიტომ ლეგიტიმაციის მიხედვით, მერს რომელსაც იგივე წესით ირჩევენ როგორადაც პრეზიდენტს, იგივე დამცავი მექანიზმი უნდა გააჩნდეს, აღინიშნა შეხვედრაზე.
„ჩვენი თვითმიზანი არ არის რომ მაინცადამაინც იმუნიტეტზე გავიდეთ, მაგრამ ის რომ რაღაც მექანიზმი უნდა შემუშავდეს, რომელიც დაიცავს ამ არჩეულ პირებს ფაქტია“, – აღნიშნა ნინო თვალთვაძემ.
პროექტის ფარგლებში კვლევები და ფოკუსჯგუფებთან მუშაობა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობა, მათ შორის იმერეთის 8 მუნიციპალიტეტში. ამ კვლევების საფუძველზე მომზადდება კანონპროექტი.

ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s