ნახევარი საქართველო მშიერი დარჩება – ქუთაისში პურის ფასმა მოიმატა

ქუთაისში პურის ღირებულება 0,05 ლარით გაიზარდა. როგორც ადგილობრივ მარკეტებში მომუშავე პერსონალი განმარტავს, მიმწოდებლებმა პური მომატებული ფასით მიმდინარე წლის 1 იანვრიდან შეიტანეს.
puri

„მომწოდებლებმა გვითხრეს, რომ გაიზარდა ფქვილის ფასი და შესაბამისად, ყველა სახეობის პურზე ფასის მატება მოხდა,“ – განაცხადა ქუთაისისპოსტთან საუბარში ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომელმა.
მისივე თქმით, ფასის მომატება ფქვილის იმ კატეგორიას შეეხო, რომელიც საქართველოში უცხოეთიდან შემოდის. მაგალითად, თუ 1 კგ უმაღლესი ხარისხის ფქვილი „ბაისადის“ ფასი გასულ წელს 1,90 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის ანვრიდან მისი ფასი უკვე 2,10-დან- 2,50 ლარამდე მერყეობს.
პურზე ფასების მომატება ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს.
„ისედაც გაჭირვებული ცხოვრებაა და პურზე ფასის მომატება იმას ნიშნავს, რომ ცხოვრება უარესად დამძიმდება. სხვა რომ არაფერი ვიყიდოთ, პური აუცილებელი პროდუქტია და მასზე უარს ვერ ვიტყვით. პურის გაძვირებით ნახევარი საქართველო მშიერი დარჩება,“ – ამბობს ქუთაისში მცხოვრები, შოთა ტოგონიძე.
პროდუქტებზე ფასების ზრდას ადგილობრივი მოსახლეობა ლარის კურსის დაცემას უკავშირებენ. თუმცა, ცენტრალურ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ლარის კურსის გამყარებაზე მუშაობა მთავრობამ უკვე დაიწყო.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s