ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური პროექტის “ახალგაზრდული ბანაკი 2015” მონაწილეთა შერჩევას იწყებს. ბანაკისათვის შეირჩევიან 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც ექვსი დღის განმავლობაში ჩაერთვებიან შემეცნებით-გასართობ პროგრამაში.
“თუ გაქვთ სურვილი აქტიურად ჩაერთოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში, შეიძინოთ ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები, ხართ კომუნიკაბელური, გაქვთ ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,სპორტის,განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გთავაზობთ მონაწილეობას პროექტში „ახალგაზრდული ბანაკი 2015“, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს აიღებს სტარტს.
ახალგაზრდებისათვის ჩატარდება ორი თემატური ტრენინგი – 1) პიროვნული განვითარება (ტრენინგი მოიცავს შვიდ კომპონენტს: პიროვნული განვითარება, ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერული უნარ-ჩვევები, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაციის ტექნიკა, კონფლიქტური სიტუაციები, მშვიდობის მშენებლობა) და 2) გენდერული თანასწორობა (რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეებში ცნობიერების ამაღლებას ფემინიზმის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით).
ტრენინგის მეთოდიკა, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალურ და მცირე ჯგუფებში მუშაობას, მცირე ლექციებს, დისკუსიებს, მსჯელობას კონკრეტულ მაგალითებზე, თვითჩაღრმავებასა და ანალიზს, მიმართულია ჯგუფის წევრთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული ჩვევების გაღრმავებისაკენ,” – – აცხადებენ მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში.
პროგრამის მონაწილეთა შერჩევა ორ ეტაპად მოხდება: პირველი ეტაპი განაცხადების გადარჩევას ითვალისწინებს, ხოლო მეორე ეტაპი – გასაუბრენას. პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.
დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე kutaisisyd@gmail.com, ან მიიტანონ მისამართზე: ქ. ქუთაისი. რუსთაველის ქ.#3, ქუთაისის მერია, კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
ტელ: ( 0431) 24-69-77
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 10/02/2015წ.
იხილეთ სააპლიკაციო ფორმა:
https://drive.google.com/file/d/0BxPAL-v0ORo5ay1NNVdrSTdxZE0/view?pli=1