რა მიზეზებს უკავშირებენ ეკონომისტები ინფლაციურ პროცესებს

ქუთაისში პურზე და სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდამ მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია.
ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციურ პროცესებს ეკონომისტები რამდენიმე მიზეზის არსებობას უკავშირებენ.
sursati

“მოხდა ექპორტსა და იმპორტს შორის დისბალანსის ზრდა იმპორტის სასარგებლოდ, ქვეყნის გარეთ მყოფი მოქალაქეებისაგან ქვეყანაში გადმორიცხული ფულადი გზავნილები შემცირდა, ასევე არასაკმარისია უცხოური ინვესტიციების შემოდინება, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ინფლაციურ პროცესებს. საერთო ჯამში ამ უზარმაზარმა დისბალანსმა პირდაპირ დაარტყა ლარის კურსს,”- ამბობს ეკონომისტი პაატა კლდიაშვილი.
ეკონომისტების ინფლაციური პროცესების განეიტრალების ერთ-ერთ მთავარ გზად უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ასახელებენ.
“ინვესტიციების მოზიდვისათვის კიდევ უფრო ლიბერალური უნდა გავხადოთ ჩვენი ბიზნეს გარემო, არ უნდა შემოვიღოთ დამატებითი რეგულაციები, პირიქით, უნდა გავაუქმოთ ზედმეტი რეგულაციები, არ უნდა გავზარდოთ გადასახადები ქვეყანაში
უნდა მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი უცხოური ტურისტი, რომლებიც ქვეყანაში შემოიტანენ და დახარჯავენ უცხოურ ვალუტას, უნდა გავაუქმოთ სავიზო შეზღუდვები მათთვის, რომლებიც ცოტა ხნის წინ შემოვიღეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ როგორმე ინვესტორებს თავი მოვაწონოთ, ასევე უნდა განვახორციელოთ სწორი და დაბალანსებული მონეტარული და საბიუჯეტო პოლიტიკა, რაც საბოლოო ჯამში ამ არასასურველ პროცესებს დაარეგულირებს,”- ამბობენ ეკონომისტები.
ბოლო ერთი თვის მანძილზე, ლარმა დოლართან მიმართებაში გაუფასურება დაიწყო და 1 ერთი დოლარის ღირებულებამ 2,05 ლარს მიაღწია.
ცენტრალურ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მთავრობამ ლარის კურსის გამყარებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
დღევანდელი მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 1,99 ლარს შეადგენს, თუმცა, ინფლაციური პროცესები უკვე სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდაში გადაიზარდა.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s