ქუთაისის მერია – ქალაქის ქუჩებში გაშვებული ძაღლები საშიშროებას არ წარმოადგენს

ქუთაისის მერია ე.წ. მაწანაწალა ძაღლების ქალაქის ქუჩებში გაშვებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მერიის ინფრასტრუქტურისა განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის განმარტებით, მერია უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მოვლა-პატრონობაზე ტენდერს მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადებს. მისი თქმით, ამ დრომდე სატენდერო პირობების დამუშავება მიმდინარეობდა.
maxo

“ძალიან მალე მაღალი დონის ძაღლების თავშესაფარი მოეწყობა. რაც შეეხევა, ამ დროისთვის გაშვებულ ძაღლებს, ისინი საშიშები არ არიან. მათ კასტრაცია ჩაუტარდათ და ასევე, ვეტერინარების მიეს არიან შემოწმებულნი”, – ირწმუნება მალხაზ ბასილაძე.
მერიაში ირწმუნებიან, რომ სატენდერო პირობები უფრო მკაცრი იქნება ვიდრე აქამდე იყო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 64 000 ლარია განსაზღვრული. ტენდერში გამარჯვებულმა პირმა ე.წ. მაწანწალა ძაღლების მოვლა-პატრონობაზე პასუხიმგებლობა 6 თვით უნდა აიღოს.
უმეთვალყურეო ცხოველების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ ინდმეწარმეს “პაატა ბოკუჩავას” მერიასთან დადებული ხელშეკრულების ვადა დაახლოებით სამი თვის წინ დაუმთავრდა. მერიამ შემსრულებელთან ხელშეკრულება დაახლოებით, ორი თვის წინ განაახლა. “პაატა ბოკუჩავას” უმეთვალყურეო ცხოველების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა წლის ბოლომდე ქონდა აღებული. ახალი წლიდან მერიას ტენდერი უნდა გამოეცხადებინა, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s