ქუთაისის მერიას ე.წ მაწამწალა ძაღლების უპატრონოდ მიტოვებაში ადანაშაულებენ. ქუჩებში მომრავლებული მაწანწალა ძაღლები ქუთაისელთა და ქალაქის სტუმართა გადაადგილებას ქალაქის ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნის.
“მერიამ უპატრონო ძაღლების იზოლაციაზე ტენდერის გამოცხადება დააგვიანა, შედეგად 180 ძაღლი მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო პირდაპირ ქალაქის ქუჩებში გაუშვა. ამ სფეროში დიდი რაოდენობით ფული სწორედ მოსახლეობის მაწანწალა ძაღლებისგან დასაცავად იხარჯება, შედეგი კი საპირისპიროა”, – განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩემი სახლიას” წარმომადგენლები.
აღნიშნული ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის განმარტებით, ვიდრე ქალაქის მერიაში ახალი ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო ფურცლებით დარბიან და შექმნილი ფორსმაჟორიდან თავისდაძვრენას ცდილობენ, “ქალაქის თავი “ყუფარაძეების” ზარებს ვერ აუდის, საშტატო ნუსხის და წლიურ ბალანსის შესწავლითაა დაკავებული. რას არ მოსწრებია ეს ქალაქი, მაგრამ მერიას ძაღლები პირდაპირ მოსახლეობისთვის მიესიოს, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ გვქონია,” – ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.
უმეთვალყურეო ცხოველების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ ინდმეწარმეს “პაატა ბოკუჩავას” მერიასთან დადებული ხელშეკრულების ვადა დაახლოებით სამი თვის წინ დაუმთავრდა. მერიამ შემსრულებელთან ხელშეკრულება დაახლოებით, ორი თვის წინ განაახლა. “პაატა ბოკუჩავას” უმეთვალყურეო ცხოველების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა წლის ბოლომდე ქონდა აღებული. ახალი წლიდან მერიას ტენდერი უნდა გამოეცხადებინა, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.
რას პასუხი აქვთ ქალაქის მერიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? – დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.
თეკლე მორგოშია