ქუთაისში მცხოვრები საოლქო პროკურორს 48 საათს აძლევს

ქუთაისში მცხოვრები ლია ჯოჯუა ირწმუნება, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღონიამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“მთავარი პროკურატურიდან ათობით წერილია მის სახელზე მოსული, რომ ჩემი საქმის გამოძიება დაიწყონ,”- ამბობს ლია ჯოჯუა.
LIA
Continue reading

შეცდომა საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს – ქუთაისის მერიაში განმარტებას აკეთებენ

ქუთაისის მერიაში “ქუთაისიპოსტის” მიერ ქალაქის მერის მივლინებებზე გაშუქებულ მასალასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ.
meria
Continue reading

რა ხდება შენობაში, რომელიც ქუთაისში 8 წელია შენდება (ფოტო)

ქუთაისში, ცენტრალურ უბანში მდებარე ყოფილი კინო საქართველოს შენობის ადგილას ახალი ხუთსართულიანი ობიექტი 8 წელია შენდება. მრავალფუნქციურ შენობაში კინოთეატრის 6 დარბაზი იქნება, აქედან  ორი დარბაზი 100-100 მაყურებელს დაიტევს,  ორი – 80 ადამიანს ( 3DX და 4DX  კინოდარბაზები), ხოლო  ორი VIP დარბაზი იქნება, რომელიც 10-15 კაცზე იქნება გათვლილი.
შენობაში ასევე განთავსდება ბოულინგ ცენტრი, ხოლო მეორე სართულზე ბავშვთა გასართობი ცენტრი და სხვა კომერციული ობიექტები.  შენობაში იმუშავებს  ლიფტი და ასევე, ექსკალატორი.
ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაა, რა სახელი დაერქმევა ყოფილი კინო საქართველოს შენობას. ისევე, როგორც უცნობია მშენებლობის დასრულების ზუსტი დრო.  განმარტავენ მხოლოდ იმას, რომ სამუშაოების 80% დასრულებულია. 
1 2
Continue reading

2015 წელს იმერეთის მუნიციპალიტეტებში უფასო კვებაზე 1 303 475 ლარი დაიხარჯება

2015 წელს იმერეთის მუნიციპალიტეტებში სოციალურად დაუცველთა უფასო კვებაზე სულ 1 303 475 ლარი დაიხარჯება. უფასო კვების სასადილო რეგიონში, გარდა თერჯოლის მუნიციპალიტეტისა, ყველა მათგანში (11 მუნიციპალიტეტი) ფუნქციონირებს. სასადილოებში ყოველდღიური უფასო კვებით იმერეთის მასშტაბით 1437 ბენეფიციარი სარგებლობს.
იხილეთ ინფოგრაფიკა:
1
Continue reading

ქუთაისის მერიაში დღისით ჩართულ გარეგანათებას სამუშაო პროცესად აფასებენ

ქუთაისის ცენტრალურ უბანში დღის საათებში ჩართული გარეგანათების თაობაზე ქუთაისის მერიაში კომენტარს აკეთებენ.
მერიის ინფრასტრუქტურისა განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის განმარტებით, გარეგანათება რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩებზე დაზიანებული ნათურების შესაცვლელად ჩაირთო.
IMG_0248
Continue reading

ქუთაისის მერის 7 მივლინება ერთ წელიწადში – ჩემთვის დაღლის მეტი არაფერია

ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ 2014 წელს სხვადასხვა ქვეყნებში სულ 7 სამივლინებო ვიზიტი განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 518,59 ლარი დაიხარჯა.
მურღულიამ პირველი სამუშაო ვიზიტი 2014 წლის იანვარში, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში განახორციელა. ვიზიტის მიზანი ეკონომიკური ფონის გაცნობა და არსებული გამოცდილების გაზიარება იყო. აღნიშნული ვიზიტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 945 ლარი და 39 თეთრი გამოიყო.
murgulia
Continue reading