ქუთაისის მერიაში დღისით ჩართულ გარეგანათებას სამუშაო პროცესად აფასებენ

ქუთაისის ცენტრალურ უბანში დღის საათებში ჩართული გარეგანათების თაობაზე ქუთაისის მერიაში კომენტარს აკეთებენ.
მერიის ინფრასტრუქტურისა განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის განმარტებით, გარეგანათება რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩებზე დაზიანებული ნათურების შესაცვლელად ჩაირთო.
IMG_0248

„ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ღამის შემოვლის შემდეგ, მეორე დღეს რომ განხორციელდეს დაზიანებული ნათურების გაკეთება, ამის გამო უნდა ჩაირთოს სისტემა, რომ შემოწმდეს სადაა ნათურა დაზიანებული. ამის შემდეგ კიდევ მეორედ ხდება სისტემის ჩართვა და გადამოწმება ჩაირთო თუ არა ნათურები,“ – განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.
ქუთაისში გარეგანათებაზე პასუხისმგებლობა მერიის მიერ ტენდერში გამარჯვებულ შპს „გლობალსერვისს“ აქვს. კომპანია აღნიშნული სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 505 000 ლარით ფინანსდება.

დეაა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s