თერჯოლაში კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება (R)

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ორგანიზებით თერჯოლის ჰოსპიტალში კარდიოლოგიური, ნევროლოგიური და ანგიოლოგიური პროფილის პაციენტებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები მიმდინარეობს. სამედიცინო აქცია 10 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
terjola

თერჯოლის ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაციებს დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის გამოცდილი კარდიოლოგთა გუნდი, კარდიოქირურგ ნიკოლოზ ვაშაყმაძესთან ერთად გაუწევს.
აღსანიშნავია, რომ კარდიოლოგიურ პროფილის პაციენტებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროულ დიაგნოსტიკას. იმერეთის მოსახლებას საშუალება აქვს რეგიონიდან გაუსვლელად დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მიიღოს დასავლური სტანდარტების შესაბამისი კარდიოლოგიური მომსახურება, როგორც კარდიოთერაპია, ასევე ინტერვენციული კარდიოლოგია და კარდიოქირურგია.
დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე არსებული სრული კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სამსახური ემსახურება რეგიონში გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობის მკვეთრად შემცირებას და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s