ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში წყლის დაზიანებული მილის შეკეთებას ითხოვენ

ქუთაისში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ საპირფარეშოსთან წყლის  მილია დაზიანებული.
როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, დაზიანებული მილიდან წყალი ერთ კვირაზე მეტია რაც იღვრება.

09„ისედაც ანტისანიტარიული პირობებია ამ ტუალეტთან და ამ წყალქცევებმა მთლად აატალახა ტერიტორია,“- ამბობენ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ტაქსის მძღოლები.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალქცევების შესახებ ინფორმაცია მათთვის არ იყო ცნობილი.
„მხოლოდ თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდების შემდეგ გახდა ჩვენთვის ამ ტერიტორიაზე წყალქცევის შესახებ ცნობილი. მილი შევამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ის ცეცხლის დანთების შედეგადაა დაზიანებული. თუმცა ჩვენი ჯგუფი უკვე მუშაობს აღდგენით სამუშაოებზე. ვთხოვთ, მოქალაქეებს ქალაქის მასშტაბით, ნებისმიერი ტერიტორიაზ წყალგაყვანილობის ქსელის დაზიანების შემთხვევაში ინფორმაცია ცხელ ხაზზე შეგვატყობინონ,“- განმარტავენ წყალმომარაგების კომპანიაში.
წყლის სისტემის დაზიანების შემთხვევაში მოქალაქეებმა წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზზე (2-93-00-00) უნდა დარეკონ.
გარდა წყალქცევებისა, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უმოქმედო საპირფარეშოსთან ანტისანიტარიული პირობებია და როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, ქალაქის ცენტრალური უბანი  „არაოფიციალურ ტუალეტადაა“ ქცეული.
ქუთაისში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე გაუხსნელ საზოგადოებრივ საპირფარეშოზე ტურისტებმა მწვავე რეაქცია გამოხატეს.
ქუთაისში არსებული 4 საზოგადოებრივი ტუალეტი 2012 წელს აშენდა. საპირფარეშოების ფუნქციონირება ამ დრომდე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაირკვევა ვინ მიხედავს აღნიშნულ ობიექტებს.
რა მდგომარეობაა ქუთაისის ცენტრალურ უბანში არსებული უმოქმედო ტერიტორიის ირგვლივ ნახეთ ფოტო
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s