ქუთაისის მერიამ 2014 წელს უცხოური დელეგაციების გასამასპინძლებლად 20 ათას ლარამდე დახარჯა

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 2014 წელს 10 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 19 575 ლარი და 19 თეთრის გამოყოფა მოხდა.აღნიშნული თანხა ძირითადად უცხოელების კვებასა და საჩუქრებზე დაიხარჯა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასულ წელს ტრანსპორტისა და სასტუმროს ხარჯები ისრაელის დელაგაციას და პოლონეთიდან ჩამოსულ ექსპერტებს დაუფინანსა.
meria
უცხოელი სტუმრების ვიზიტის მიზანი ქალაქში ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული გარემოს შესწავლა იყო.
ადგილობრივი თვითმმართველობიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს უცხოური დელეგაციის ვიზიტი სხვადასხვა პროექტის ფარეგლებშიც განხორციელდა.

მაგალითად, გასული წლის მარტის თვეში ევროკავშირის წარმომადგენლების ვიზიტი პროექტის “ეს მუშაობს” ფარგლებში შედგა. პროექტის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გადამზადება იყო. ანალოგიურად, 2014 წლის აპრილში პოლონელი ექსპერტების ვიზიტი პროექტის “Attracting Tourizm – გამოცდილების გაზიარება პოზნანსა და ქუთაისს შორის” ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული ვიზიტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 888 ლარისა 89 თეთრის დახარჯვა მოხდა.
ქუთაისის მერიას ყველაზე მეტი თანხის (4 620 ლარი და 20 თეთრი) დახარჯვა პოლონეთის რესპუბლიკის ქ. პოზნანის დელეგაციის ვიზიტზე მოუწია. აღნიშნული ვიზიტი გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში შედგა, რომლის მიზანი ტურიზმის სფეროში სამომავლო პროექტების დასახვა და მათი ერთობლივი განხორციელება იყო.
ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი, დავით მეგრელიშვილი განმარტავს, რომ უცხოელი სტუმრების ვიზიტები სამომავლო ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, უცხოელი კოლეგების მიღება 2014 წელს შემცირებული იყო გასულ წლებთან, რადგან როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ქალაქს მერის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდა.
“მერის მოვალეობის შემსრულებლის დროს ნაკლებია ასეთი ტიპის შეხვედრები. თუმცა, საარჩევნო პერიოდში გვყავდნენ უცხოელი სტუმრები, რომლებსაც საარჩევნო გარემო აინტერესებდათ”, – ამბობს დავით მეგრელიშვილი.
საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშირისო პროექტების განყოფილებაში განმარტავენ, რომ უცხოელი დიპლომატების მიღება ხშირ შემთხვევაში მათი ინიციატივით ხდება. თუმცა, აღნიშნავენ:
“ჩვენი მხრიდანაც ხდება მათი მოწვევა, თუკი რომელიმე ქვეყანაში არის ისეთი ღონისძიება, რომელიც ჩვენს ინტერესებში შედის”, – აღნიშნავს დავით მეგრელიშვილი.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s