ქუთაისში წლის საუკეთესო სპორტსმენად გენადი ჩირგაძე დაასახელეს

ქუთაისში გასული წლის საუკეთესო სპორტსმენად სამბისტი გენადი ჩირგაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი გივი სარდანაძეს ერგო.
chirgadze2

ჩირგაძისა და სარდანაძის მსგავსად, ქუთაისის მერიამ წლის საუკეთესო 13 სპორტსმენი გამოავლინდა, რომელთა დაჯილდოება თიბისი გალერეაში გაიმართა.
„ტრადიციულად, ვაჯილდოებთ იმ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს, ვინც გასულ წელს კარგი შედეგები აჩვენა. წელსაც არანაკლებ შედეგებს ველოდებით მათგან,“ – განაცხადა ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ.
საუკეთესო სპორტსმენად დასახელებულმა გენადი ჩირგაძემ გასულ წელს, იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო და ირანში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ჩირგაძე ასევე, გახლავთ საქართველოს ჩემპიონიც.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს და ჩემი ქალაქის სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანო,” – განაცხადა გენადი ჩირგაძემ.
წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ქალაქის ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან ფულადი პრემიები გადაეცათ.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s