ხელოვნება როგორც ბრძოლის ველი – ქუთაისში ფესტივალი „ვენტილაცია“ გაიხსნა

ქუთაისში ხელოვნების მცირე ფესტივალმა „ვენტილაციამ“ პირველი ივენთი გამართა. მასში მონაწილეობა,სხვადასხვა არტისტულ პრაქტიკაში მომუშავე ხელოვანებმა მიიღეს. „ვენტილაცია“, მეორე წელია რაც ქუთაისში იმართება გარკვეული ორინტირითა და ნიშნით გამოირჩევა.
10960029_891729064181496_6528003287016221415_o

„ფესტივალს არა აქვს კონკრეტული კონცეფცია, მაგრამ ამ გადღაბნილობაში არის ერთი ორიენტირი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მიერ შერჩეული, სხვადასხვა არტისტულ პრაქტიკაში მომუშავე ხალხი, არ არიან ხელოვანები, რომლებიც აკეთებენ რაღაცას მხოლოდ ესთეტიკური ტკბობისთვის. ჩვენ ვცდილობთ ისეთ ხალხს მივცეთ „ვენტილაციის“ სივრცე, რომლებიც ხელოვნებას უყურებენ როგორც ბრძოლის ველს“, – აღნიშნა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ხასაიამ
პოეტები პაატა შამუგია, ლუკა ეხვაია, გიორგი შონია, პერფორმანს-არტისტები ნიკოლოზ ლუტიძე, ასევე ჯგუფ Sons of Carpenter Soc წარმომადგენლები სწორედ ამ ნიშნით გამოირჩეოდნენ. მათ შეთავაზებული ბროლის ველი საინტერესოდ გამოიყენეს და სრულად აითვისეს.
„ვენტილაციის“ ორგანიზატორთა თქმით, ეს ფესტივალი, როგორც ელიტური ხელოვნების, ასევე ანდერგრაუნდის ერთგვარ ალტერნატივას წარმოადგენს, იგი ერთგვარი მესამე გზააა, სადაც ადგილი არა აქვს ხელოვნებით ტკბობას, მითუმეტეს საკუთარი თავით ტკბობას ხელოვნებაში.
„ ჩვენ ყველა ვფიქრობთ, რომ ტკბობის მომენტი არ გვქონდეს, კომფორტის ზონიდან გავიდეთ და სადაც მივხვდებით რომ ჩავთბით იქიდან გავაღწიოთ. ვეძებთ გაუკვალავ გზას და ვცდილობთ ვიწრო გზით სიარულს“, – აღნიშნა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მხატვარმა ლია უკლებამ
ფესტივალის ფარგლებში კიდევ სამი ივენთი გაიმართება.
პროექტი ხორციელდება “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის” ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s