გამოძიება რეალურ მკვლელს მალავს – ავარიის შედეგად დაღუპული გოგონას ოჯახის პროტესტი ქუთაისში

ქუთაისში, სასტუმრო “თბილისში” მცხოვრებმა დევნილებმა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავარიის გამოძიების მოთხოვნით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.
aqcia
ავარიის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები ითხოვენ, სამართალდამცველებმა გამოიძიონ და დაადგინონ რეალური მკვლელის ვინაობა. ისინი ირწმუნებიან, რომ სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავენ და დანაშაულს სხვა ადამიანს აბრალებენ.

“არსებობენ თვითმხილველები, რომელთაც დაინახეს ვინც ნანას დაეჯახა. მათი თქმით, ის ქალია და ჯიპით მოძრაობდა. რეალური მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც გაირკვა მას პოლიციელი ყავს ნათესავი და ამის გამო ხელს აფარებენ და დანაშაულს სხვას აბრალებენ”, – ამბობს ნანა გიგლემიანის ბებია.
ოჯახის წევრების ინფორმაციით ნანა გიგლემიანს “ჯიპის” მარკის დაჯახების შედეგად გოგონა დაჯახების ძალით გადავარდა და გვამი მძიმე სატრანსპონტო საშუალება “კრაზის” მარკის მანქანის ბობრლებში შევარდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუკი სამართალდამცველები სწორ მიმართულებას არ მისცემენ გამოძიებას და დამნაშავეს არ დააკავებენ, მიცვალებულის დასაფლავებას არ აპირებენ.
ოჯახი ითხოვს ვიდეოთვალის ჩანაწერს. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, სამართალდამცველები არწმუნებენ, რომ ჩანაწერი არ არსებობს, მიზეზად კი შუქის ჩაქრობას ასახელებენ. თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით ეს სინამდვილეს არ წარმოადგენს. თვითმხილველების ინფრომაციით, შუქი განგებ გათიშეს და ექსპერტიზის მოსვლამდე შემთხვევის ადგილი ჩარეცხეს, რადგან ყველა კვალი წაეშალათ.
ავარია აღმაშენებლის გამზირზე სამი დღის წინ მოხდა. ავრიის შედეგად 19 წლის ნანა გიგლემიანი დაიღუპა.
გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრების მოთხოვნების შესახებ ნახეთ ვიდეო მალე
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s