“ნაცნობი-უცნობი ქუთაისი” – რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში “რადიუმის” შენობას?

რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ „ქუთაისიპოსტ”-ის ახალ რუბრიკაში „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი“
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, „ქუთაისიპოსტ”-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ. ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
radiumi1
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisispost.wordpress.com-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი “ რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში არსებულ “რადიუმი”ს შენობას?
როგორც “ქუთაისიპოტმა” მოიკვლია “რადიუმი”ს შენობა ქართულ კინოს დაბადებას უკავშირდება.
ირკვევა რომ მეოცე საუკუნის დასაწყიში ქუთაისში სამი კინოთეატრი არსებობა. მათ შორის იყო “რადიუმი”, რომელიც 1908 წლიდან მოქმედებდა.

ერთ-ერთი ვერსიით, 1910 წელს, როდესაც კინოოპერატორი ვასილ ამაშუკელი ბაქოდან ქუთაისში ჩამოვიდა, კინოთეატრის „რადიუმის“ (ძმები ოცხელების სახლი, სადაც მანამდე იყო გამოყოფილი ორი ოთახი კინოთეატრისთვის დაიწვა 1910 წელს) ახალი შენობის კედლების ამოყვანა თითქმის დამთავრებული იყო, მაგრამ ქალაქის არქიტექტორს ედმუნდ ფრიკს სურდა მისთვის განსაკუთრებული, ორიგინალური იერი მიეცა. ამ მიზნით დაუკავშირდა ის ვასილ ამაშუკელს, რომელმაც სთხოვა, რომ ახალი კინოთეატრის ფასადისთვის ნიმუშად მოსკოვის კინო „ექსპრესის“ გაფორმება აეღო.
ვასილ ამაშუკელის გადმოცემით „რადიუმის“ ფასადზე დიდი ოთხქიმიანი ვარსკვლავი ბრუნავდა, ქვემოთ კი ელნათურების საშუალებით გამოყვანილი კინოთეატრის სახელწოდება „რადიუმი“ კაშკაშებდა. კინოთეატრი “რადიუმი” XX საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე კინოთეატრს წარმოადგენდა. მისი დარბაზი 450 მაყურებელზე იყო გათვლილი, ჰქონდა რამდენიმე იარუსი, ლოჟები საპატიო სტუმრებისთვის და მსოფლიოს ცნობილ კინოვარსკვლავთა პორტრეტებით დამშვენებული ფოიეები. ფილმის ჩვენებას მუნჯი კინოსათვის ჩვეული ტაპიორის ნაცვლად აქ მთელი ორკესტრი უწევდა აკომპანირებას. სწორედ “რადიუმში” შედგა ფილმის „აკაკის მოგზაურობის“ პრემიერა.
„რადიუმმა“ კომუნისტურ ეპოქაშიც გააგრძელა არსებობა, ოღონდ საოცრად სახეცვლილმა და „კომუნად“ წოდებულმა. იმ ქუთაისელებისთვის კი, ვისი ბავშვობაც გასული საუკუნის ოთხმოციან წლებს დაემთხვა „რადიუმი“ ანუ იგივე „კომუნა“ სამუდამოდ დაუკავშირდა გამოთქმას – „ხუთშაბათს კინო!“ – ტრადიციულ და სავალდებულო დილის კინოსეანსებს, რომელიც იმართებოდა სკოლის მოსწავლეებისათვის.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s