ქუთაისის მერი მევაჭრება – მოქალაქემ მერიასთან საპატრულო პოლიცია გამოიძახა

ქუთაისის მერიაში მოქალაქემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ადგილობრივმა მცხოვრებმა ნადია შაბანოვამ პატრული მას შემდეგ გამოიძახა, რაც ადგილობრივ თვითმმართველობაში მისი განცხადებები არ დააკმაყოფილეს.
10958206_1074801335870704_1201276959_n

ნადია შაბანოვას თქმით, მან ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ერთჯერადი მატერიალური დახმარების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა ყოველ ჯერზე მათგან უარი მიიღო.
როგორც შაბანოვა აცხადებს, მას საცხოვრებელ სახლს თაღლითური გზით ართმევენ და ამასთან დაკავშირებით იურიდული პრობლემები აქვს. ნადია შაბანოვა ქუთაისის მერს 250 ლარს თხოვს, რაც მისივე თქმით იურიდიული დოკუმენტაციის გამოსათხოვად ესაჭიროება.
“ორჯერ შემიყვანა ქუთაისის მერმა ტყუილა და 50 ლარზე მევაჭრება. ჯერ 150 ლარი შემომთავაზა, მერე 200 ლარი, რაც მე არ მყოფნის. ეს ფული გასართობად კი არ მინდა. საჯარო რეესტრიდან საბუთების გამოსათხოვად მინდა, რომ ბინა არ წამართვან,” – აცხადებს ნადია შაბანოვა.
როგორც ნადია შაბანოვა აცხადებს, მას ერთჯერადი მატერიალური დახმარება წინა ხელისუფლების დროს არაერთხელ მიუღია.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ შაბანოვამ თავდაპირველად 200 ლარის ოდენობის თანხა მოითხოვა, თუმცა შემდეგ აღნიშნულ მოთხოვნაზე თავადვე, წერილობითი განცხადებით უარი განაცხადა.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s