მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაცია ავტონომიური ხდება

მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაცია საქართველოს მხატვართა კავშირის ფილიალი აღარ იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის მხატვართა კავშირის ორგანიზაციის საერთო კრებამ დღეს მიიღო.
კრების გადაწყვეტილებით ქუთაისის ორგანიზაცია ეყოფა საქართველოს მხატვართა კაშირს, შესაბამისად მოეხსნება ფილიალის სტატუსი და ქუთაისის, იმერეთის მხატვართა შემოქმედებით ორგანიზაციად დარეგისტრირდება.
10974157_892496007438135_4057163432011338744_o

„ამით ორგანიზაიას ავტონიმიური უფლება მიენიჭება ფინანსური ოპერაციები და სხვა საკითხები თვითონ განაგოს. ახალ ორგანიზაციას შესაბამისად წესდებაც ახალი ექნება, ახალი თავმჯდომარე, გამგეობა და სარევიზიო კომისია ეყოლება“, – მხატვართა კაშირის აღმასრულებელი დირექტორი, ვალერი მეძმარიაშვილი.
კავშირის წევრების თქმით, საქართველოს მხატვართა კავშირზე რეგიონული ორგანიზაციების მიბმა მოხდა 2001 წელს, მაშინ საქართველოს მხატვართა კავშირმა „ერთი ქოლგის ქვეშ“ გააერთიანა და ფილიალის სტატუსი მიანიჭა რეგიონულ კავშირებს.
აღნიშნული„ ქოლგიდან“ უკვე გამოეყო აჭარა, სამეგრელო და საკუთარი ავტონომიური კავშირები დააფუძნა. მათ მალე იმერეთიც შეუერთდება.
“ამ ავტონომიურობით ბუნებრივია ურთეირთობას არ ვწყვეტთ საქართველოს მხატვართა კავშირთან. ვითანამშრომლებთ, გამოფენებში მონაწილეობას მივიღებთ, ყოველწლიურად ინფორმაციას ცნობის სახით წარვუდგენთ რა გაკეთდა, რა ვიმუშავეთ. დამოუკიდებლობა მეტის გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს და უკეთესი, იქნება ორგნიზაციისთვის“.- განმართა ვალერი მეძმარიაშვილმა.
მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაცია 85 წევრს ითვლის.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s