ქუთაისელებს ხელში შერჩათ ბოღმიანი ცუდი ბიჭი – „ევროპა ჩვენი“ სახლია ქუთაისის მერზე

არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი საახლია“ წამომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში პარკირების ადგილებზე აუქციონის ჩავარდნის გამო გააკრიტიკეს.
10872696_1075472062470298_909783958_n

ორგანიზაციის წარმომადგენლის, გია გოქაძის განმარტებით, ქუთაისის მერი შოთა მურღულია უუნარო და უპასუხისმგებლოა, რის გამოც მან ამ დრომდე პარკირების საკითხის მოგვარება ვერ მოახერხა.
„ვფიქრობ, ეს საკითხი კიდევ რამდენიმე თვე არ მოგვარდება, რადგან პარკირებაში შავი ფული ტრიალებს და ეს ამ ხელისუფლებას აწყობს. ვიცე-მერმა აღიარა, რომ ამ დროისთვის არსებული პარკირება არალეგალურია. რატომაა არალეგალური, რუსის ჯარი დგას ქალაქში თუ ალქაიდა? ქუთაისელებმა მერი აირჩიეს, თუმცა ხელში ბოღმიანი ცუდი ბიჭი შერჩათ, რომელიც ნარცისია და საათობით ტელევიზიიდან ჭკუას გვარიგებს,“ – განაცხადა გია გოქაძემ.
ქუთაისის მერიამ ქალაქში არსებული პარკირების 220 ადგილზე აუქციონი გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა. თუმცა, აუქციონით არავინ არ დაინტერესებულა და ჩავარდა.
ორგანიზციის წამომადგენელბის ბრალდებაზე ქუთაისის ვიცე-მერი კოტე ქავთარაძე განმარტებას რამდენიმე წუთში გააკეთებს, რომელსაც ქუთაისიპოსტი მალე შემოგთავაზებთ.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s