ქუთაისის მერიამ უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის მოვლაზე ტენდერი გამოაცხადა

ქუთაისის მერიამ ქალაქის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი წვრიფლეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე ტენდერი გამოაცხადა. 64 782 ლარად შეფასებული ტენდერი მიმდინარე წლის 6 თებერვალს გამოცხადდა. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებული ტენდერით, რომელზეც წინადადებების მიღების ვადა დღეს იწურება, ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.
dzagli1

სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ქალაქის ადმინისტრაციულ
საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე, წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში (ქუჩები, მაგისტრალები, ბაღები, სკვერები, პარკები, გაზონები, გარდა მესაკუთრის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) მათი დაჭერა და იზოლაცია, პირუტყვის გადაყვანა სათანადო მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილით სპეციალურ სადგომზე. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (148-ე მუხლის მე-4 პუნქტი) თანახმად, ვეტ ექიმის შემოწმებამდე და სათანადო დასკვნის დაწერამდე განახორციელოს მათი მოვლა-პატრონობა, ხოლო დასკვნის დაწერის შემდგომ იმოქმედოს ექიმ-
ვეტერინარის მითითებით.
სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს დიპლომირებული ვეტერინარი, რომლის დასკვნის საფუძველზეც მოხდება ცხოველების მეთვალყურეობა.

“უპატრონო ძაღლების დაჭერა „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს თანამედროვე ძაღლსაჭერით და
უმტკინეულოდ, მაშებით, ხოლო მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სპეციალური დამჭერი ხელთათმანის მეშვეობით. „მიმწოდებელმა“ დაჭერილ ძაღლთა ტრანსპორტირება თავშესაფარამდე უნდა განხორციელოს სპეციალური ავტომანქანით, რომელზეც დამონტაჟებული უნდა იყოს ლითონის კონსტრუქციის გალია, აერაციით და ხის ფიცრით დაგებული იატაკით. ძაღლების განსაზღვრული რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში, ვეტექიმთა ჯგუფმა უნდა ჩაატაროს ძაღლთა კასტრაცია-სტერილიზაცია, რათა არ მოხდეს შემდგომში მათი გამრავლება. ასევე, ვეტერინარის 10 დღიანი დაკვირვების და დასკვნის შედგენის საფუძველზე განახორციელოს ჯანმრთელი ძაღლების
დაბირკვა და გაშვება ქალაქის არეალში, ხოლო გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, დაავადებული ცხოველების ევთანაზია.
“მიმწოდებელმა” თავშესაფარის ვოლიერები უნდა მოაწყოს თანამედროვე სტანდარტებით (სულ მცირე 100 ერთეული)”,- ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის საკვალიფიკაციო მოთხოვნებში. გამარჯვებულმა კომპანიამ უმეთვალყურეო ცხოველებზე მოვლა-პატრონობა ტენდერის თანხახმად 6 თვის მანძილზე უნდა განახორციელოს.
ქუთაისის მერიას ე.წ. მაწანწალა ძაღლების მოვლა-პატრონობაზე ტენდერი მიმდინარე წლის იანვარში უნდა გამოეცხადებინა, რადგან მიმდინარე წლის დაწყებამდე უმეთვალყურეო პირუტყევებზე პასუხისმგებლობას ინდმეწარმე “პაატა ბოკუჩავა” იღებდა.ვადის ამოწურვის შემდეგ კი ქუთაისის მერიამ ძაღლები ქუჩაში გაუშვა.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s