ქუთაისის მერია – პარკირების ადგილებზე აუქციონი მარტში გამოცხადდება

ქუთაისის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია”- ს განცხადებას ქალაქში პარკირების ადგილებთან დაკავშიერბით ეხმიანებიან. ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა აუქციონს პარკირების ადგილებზე მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადებს.

3
რაც შეეხება, ამდრომდე აუქციონის გამოუცხადებლობას, კოტე ქავთარაძე განმარტავს:
“საქართველოს მთავრობამ დეკემბრის ბოლოს მიიღო ქონების განკარგვის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ქალაქში არსებული მიწის ნაკვეთის შეფასება. ამის გამო მოხდა ამ საკითხის შეჩერება. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი ექსპერტზე, რომელიც ახალი ფასით დაადგენდა მიწის ნაკვეთის ღირებულებას”, – განმარტა კოტე ქავთარაძემ.
მისი თქმით, ქალაქში არსებული პარკირების ადგილები ერთ ლოტად გავა, რადგან ორ ლოტად ქალაქის დაყოფა მიუღებელი იქნება.
“გამარჯვებულ ორგანიზაციას მოუწევს პირველ ეტაპზე მოაწესრიგოს და დახაზოს პარკირების ადგილები”, – აღნიშნავს ქალაქის ვიცე-მერი.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s