ქუთაისში მალე სახლებს ძროხებზე გადაცვლიან – მერიას აქციებით ემუქრებიან

პარტია “თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის 2015 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმას აკრიტიკებენ.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ამბობს, ადგილობრივ თვითმართველობას გართობისა და დასვენების მომსახურეობის შესყიდვაზე კოლოსალური თანხები აქვს გასაზღვრული.
gogi
“რესტორნებსა და კვებაზე 95 ათასი ლარი, გასართობ მომსახურეობებზე კი 200 ათასი ლარი აქვთ განსაზღვრული, იქნებ განგვიმარტონ, ვის ართობენ ან რას ჭამენ ამდენს, ეს ხალხი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ხალხის ოფლით შესული ფულით ლაღად ანაწილებენ ბიუჯეტს. ქალაქის განვითარებაზე არავინ ფიქრობს და მალე ქუთაისში, ალბათ ტყიბულს დაემსაგვება და სახლებს ძროხებზე გადაცვლიან,”- განმარტავს წულაია.
წულაიას კრიტიკის საგანია ასევე 2015 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ავეჯის, ტეკნიკის შეძენისა და მებახჩეობაზე განსაზღვრული თანხები.
2015 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ტექნიკის შეძენისთვის 155 000 ლარი, ავეჯის შეძენაზე 195 000 ლარი, ხოლო მებახჩეობაზე 400 000 ლარია განსაზღვრული.
“მაგალითად შარშან, მაშინ როდესაც 800 ადამიანი მუშაობდა მაშინაც 155 000 ლარი იყო განსაზღვრული ტექნიკის შესაძენად და წელს, მაშინ როდესაც დღევანდელი ხელისუფლება ეკონომიით და დაზოგვებით გვაწონებს თავს და მაშინ, როდესაც მერიაში 300 თანამშრომელი მუშაობს, იგივე თანხებს რატომ ხარჯავენ გაუგებარია,”- ამბობს წულაია.
წულაია ქუთაისის ადგილობრივ თვითმართველობას მოუწოდებს, 2015 წლის სახელმწიფო შესყიდვებზე განსაზღვრული თანხები შეამცირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უწყვეტი აქციებით იმუქრება.
წულაიას ბრალდებებზე და მოთხოვნებზე, ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s