ქუთაისში თაბუკაშვილის დასახლებაში მდებარე მე-13 საქალაქო ბიბლიოთეკა გაძარცვეს. ძარცვის ფაქტი გუშინ ღამის საათებში მოხდა, რის შედეგადაც საქალაქო ბიბლიოთეკიდან კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.
როგორც მე-13 ბიბლიოთეკის თანამშრომლები აცხადებენ, მათ დილით სამსახურში მისვლისას კარები ღია დახვდათ.
მომხდარ ფაქტს შს სამინისტროში ეხმაურებიან. უწყების პრესსამსახურის თქმით, ადგილზე სამართალდამცველები უკვე იმყოფებოდნენ, საქმე კი 177-ე მუხლით არის აღძღული, რაც ქურდობას გულისხმობს.