11-13 თებერვალს ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

მიმდინარე წლის 11-13 თებერვალს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:
Light bulbs row, one included. 3d render.

ქუთაისში, მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი-2“ 11 თებერვალს 13:00-15:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდება ფიდერს „თიბისი ბანკი“, ხოლო 12 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე გაითიშება ფიდერი „N24“ და ძაბვა შეუწყდებათ აღმაშენებლის, გრიშაშვილის, ყაუხჩიშვილის, სარაჯიშვილის, ჩეჩელაშვილის, ხანცთელის, გალაქტიონ ტაბიძის, ლორთქიფანიძის, დუმბაძის, ნინოშვილის, რუსთაველის (ნაწილ.), ბარათაშვილის, ფხაკაძის, ნიჟარაძის, ჭიათურის, გაფრინდაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს და აქ განთავსებულ ორგანიზაციებს (დაახლოებით 2500 აბონენტი).
11 და 13 თებერვალს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ პროფილაქტიკური სამუშაოები აქვს დაგეგმილი მ/ძ გადამცემ ხაზზე „სათაფლია“, რის გამოც აღნიშნულ დღეებში 09:00-18:00 საათამდე გაითიშება ქვესადგური „მოწამეთა“ და ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება კლდიაშვილის, გელათის და მიმდებარე ქუჩებს და შესახვევებს (დაახლოებით 950 აბონენტი).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s