ქუთაისის მერი – ჩემს წინააღმდეგ მზადდება დისკრედიტაცია

“ქუთაისის მერიისა და მერის წინააღმდეგ მზარდდება კამპანია, რომელიც ჩვენი და ჩვენი მუშაობის დისკრედიტაციას ითვალისწინებს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ ავყვებით ამ პროვოკაციებს და ქუთაისის მერია ჩვეულებრივად მუშაობს. ჩვენს წინააღმდეგ მზადდება ათასგვარი სიბინძურე, რომელსაც წინასწარ ვაანონსებ”, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
23

მურღულიას თქმით, მის წინაააღმდეგ დაწყებული ბრძოლის ნაწილია ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრის გიორგი შავგულიძის განცხდება იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის მერი 2012 წელს საარჩევნo კამპანიის დროს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების გვერდით იდგა.
“გაავრცელეს სურათი, რომ თითქოსდა მე გია თევდორაძის გვერდით ვიდექი. მაშინ როცა, 2012 წლის საარჩევნომ კამპანიის დროს საერთოდ არ ვყოფილვარ ქუთაისში. ის ადამიანი, რომელიც თითქოსდა მე ვიყავი, ხონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატია. ეს არის ძალიან უსუსური ბრალდება”, – განმარტა ქუთაისის მერმა.
ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფილმა დირექტორმა გიორგი შავგულიძემ, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გახლდათ, დღეს გამართულ ბრიფინგზე მისი თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა. მან, ასევე, ქუთაისის მერს “ნაციოანალების” ჩანერგილი უწოდა. შავგულიძემ ჟურნალისტებს ინტერნეტიდან ამოღებული შავთეთრი ფოტო აჩვენა, სადაც საარჩევნო კამპანიაზე “ნაციონალების” წარმომადგენლების გვერდით შოთა მურღულიაც “ფიქსირდებოდა”.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s