ქუთაისის მერმა პროკურატურას მიმართა

ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ პროკურატურას მიმართა. აღნიშნულის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მურღულია პროკურატურას ქალაქი წლების წინ მიწების უკანონოდ გასხვისების გამოძიებას სთხოვს.
shota

საუბარია ქალაქში ტროტუარებისა და სკვერების უკანონო გაიჯარება–გასხვისებაზე. ასევე, 2007 წელს შპს “იბერიის ვარსკვლავისთვის” ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ნაკვეთის ერთპიროვნული წესით გაიჯარებაზე. ამ უკანასკნელთან ხელშეკრულება ქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა, რის მიზეზადაც შოთა მურღულიამ მოიჯარის მხრიდან იჯარის თანხის გადაუხდელობა დაასახელა.
“ერთი ამბავი ის, რომ კაპიკებად აქვთ გადაცემული საუკეთესო მიწები და მეორეც, იჯარას წლების განმავლობაში არ იხდიდნენ. ვიდრე შპს “იბერიის ვარსკვლავს” ხელშეკრულებას გავუწყვეტდით, მივმართეთ გადაეხადა 22 000 ლარი, რომელიც მას გასული წლის მანძილზე იჯარით ქონდა დაკისრებული. თუმცა, მხოლოდ მიზერული თანხა, 7000 ლარი გადაიხადა. თითქოსდა, ეს რამეს წყვეტდა. ამიტომაც, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება მასთან ხელშეკრულება გაგვეწყვიტა და საქმე პროკურატურისთვის გადაგვეცა,” – განაცხადა შოთა მურღულიამ.
მისი თქმით, გარდა იჯარით განსაზღვრული თანხისა, მოიჯარეს 2007 წელს ქუთაისის მერიასა და აღნიშნულ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულებით დაკისრებული ქონდა ქალაქისთვის ერთი ერთეული დასუფთავების მანქანა გადაეცა და 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორცილებინა. მოგვიანებით, 2010 წელს კი ქუთაისის მერიამ, აღნიშნული ვალდებულებები მოუხსნა, რაც შოთა მურღულიას განმარტებით კანონდარღვევაა, რადგან ქონების განკარგვის შესახებ კანონის თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია მოიჯარეს მოუხსნას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა ეს ფინანსურ და საინვესტიციო ვალდებულებებს არ ეხება.
“ბიზნეს განვითარებაში ყველას ხელს შევუწყობთ, თუმცა კანონს არ დავარღვევ, უკანონოდ გაცემულ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე მოიჯარეს თავზე ხელს ვერ გადავუსვამ. ამის გარდა, აქ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც საგამოძიებო სტრუქტურა დაადგენს. ქუთაისელებს დავპირდი, რომ ამგვარ საკითხებს გამოვიძიებდი და არასოდეს მოხდება ჩემი მმართველობის პერიოდში, ანალოგიურად, მიწებისა თუ ობიეტების გასხვისება–გაიჯარება,” – განაცხადა შოთა მურღულიამ.
შპს “იბერიის ვარსკვლავის” მფლობელი დავით კოსტავაა, რომელიც იმერეთის ყოფილ ვიცე–გუბერნატორთან, გოჩა თევდორაძესთან დაახლოებული პირია.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s