ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი სამსახურში აღდგენას ითხოვს

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი ადგილობრივ თვითმმართველობას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას სთხოვს, რომელიც მის თანამდებობაზე აღდგენას ითვალისწინებს. ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორის, გიორგი შავგულიძის განმარტებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება უმიზეზოდ მოხდა.
2

“ყოველგვარის ახსნა-განმარტების გარეშე მოხდა 2007 წელს ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლება, რაზედაც საქალაქო სასამართლოს მივმართე. თუმცა, საჩივარი არ დააკმაყოფილა არც სააპელაციომ. ამის შემდეგ, მივმართე უზენაეს სასამართლოს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე თანამდებობაზე უნდა აღვდგენილიყავი. თუმცა, ეს არ მოხდა”, – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი შავგულიძემ. მისი თქმით, 2007 წელს ქუთაისის მერიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას წერილით უპასუხა:
“თანამდებობაზე ვერ აღმადგენდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ იმ სამხსაურის ლიკვიდაცია მოხდა, ვისი უფროსიც მე ვიყავი. მაგრამ ესეც ტყუილია, რადგან საჯარო ბიბლიოთეკაში მხოლოდ რეორგანიზაცია მოხდა, რომელმაც სახელის ცვლილება გამოიწვია და არა ლიკვიდაცია. იყო ქუთაისის უნივერსალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა და რეორგანიზაციის შემდეგ სიტყვა “უნივერსალურის” ამოღება მოხდა. ეს რეორგანიზაციია და არა ლიკვიდაცია”, – აცხადებს შავგულიძე.
გიორგი შავგულიძე საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი 2002-2007 წლებში იყო. შავგულიძე დაკავებული თანამდებობიდან 2007 წელს გაათავისუფლეს. ის ირწმუენება, რომ მაშინდელმა ქალაქის მერმა, ნუგზარ შამუგიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გუმათის მუნიციპალიტეტში სამსახური შესთავაზა.
შავგულიძის მტკიცებით, მისი საჯარო ბიბლიოთეკაში დაბრუნება შეგნებულად არ უნდათ, რადგან მისივე თქმით, ბიბლიოთეკა გაძარცვულია.
ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი ქუთაისის მერს უზენაესი სასამართლოს აღსრულებას სთხოვს. ქუთაისის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s