ქუთაისში გარდაცვლილი გოგონას ოჯახი- გამოძიების პროცესს აჭიანურებენ

ქუთაისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრების თქმით, გამოძიების პროცესს აჭიანურებენ.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები სამართალდამცველებისგან შემთხვევის დროულ გამოძიებას ითხოვენ.
aqcia

“საპატრულო პოლიციაში გვითხრეს, რომ ვიდეოკამერების დათვალიერება მიმდინარეობს და ყველა იმ მანქანის მძღოლს დაკითხავენ, ვინც ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილზე გაიარა. თუმცა, ჯერჯერობით არ ჰყავთ დაკითხული ამავე ტერიტორიაზე მყოფები, არ აქვთ ხელჩასაჭიდი სამხილები და გამოძიება გაჭიანურებულად მიმდინარეობს. ჩვენ გვითხრეს, ვინც ამ შემთხვევაზე ლაპარაკობს მოგვიყვანეთო. თუ გამომძიებლის საქმე ჩვენ გავაკეთეთ, მაშინ რა საჭირო არიან ისინი?! ვითხოვთ საქმის დროულ, სამართლიან გამოძიებას და მკვლელის პოვნას,”- ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
ქუთაისში, სასტუმრო “თბილისი”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა ხუთი დღის წინ მოხდა.
ავარიის შედეგად 19 წლის ნანა გიგლემიანი გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნანა გიგლემიანი “ჯიპის” მარკის დაჯახების შედეგად მძიმე სატრანსპონტო საშუალება “კრაზის” მარკის მანქანის ბობრლებში შევარდა და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ვარაუდით, სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავენ და დანაშაულის სხვა ადამიანისთვის გადაბრალებას ცდილობენ.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s