ქუთაისში უმეთვალყურეო ცხოველების მოვლაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული 3 დღეში გამოვლინდება

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ქალაქის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი წვრიფლეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე დასრულებულია. უმეთვალყურეო ცხოველების მეთვალყურეობაზე 64 782 ლარად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სამმა ორგანიზაციამ, შპს “მეგობარმა”, ინდმეწარმე “პაატა ბოკუჩავამ” და შპს “უნივერს ჯგუფმა” მიიღო.
zagli

პრეტენდენტებმა ვაჭრობის შედეგად, სამუშაოების შესასრულებლად უფრო ნაკლები თანხა მოითხოვეს, ვიდრე გათვალისწინებული იყო. შპს “მეგობარმა” უმეთვალყურეო ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის – 52, 000 ლარი მოითხოვა, ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავამ – 51, 999, ხოლო შპს “უნივერს ჯგუფმა” სხვა პრეტენდეტებთან შედარებით ყველაზე ნაკლები – 48, 680 ლარი, რაც ტენდერით განსაზღვრულ თანხაზე 16 102 ლარით ნაკლებია. შპს “უნივერს ჯგუფი” მიმდინარე წლის 9 იანვარს არის დარეგისტრირებული.
თუ რამდენად შეძლებენ სატენდერო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას ტენდერში მონაწილე ორგანიზაციები, აღნიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ უახლოეს სამ დღეში უნდა შეისწავლოს. რომლის შემდეგაც, ქუთაისის მერია გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება. გამარჯვებულმა კომპანიამ უმეთვალყურეო ცხოველებზე მოვლა-პატრონობა ტენდერის თანხახმად 6 თვის მანძილზე უნდა განახორციელოს.
ქუთაისის მერიას ე.წ. მაწანწალა ძაღლების მოვლა-პატრონობაზე ტენდერი მიმდინარე წლის იანვარში უნდა გამოეცხადებინა, რადგან მიმდინარე წლის დაწყებამდე უმეთვალყურეო პირუტყევებზე პასუხისმგებლობას ინდმეწარმე “პაატა ბოკუჩავა” იღებდა.ვადის ამოწურვის შემდეგ კი ქუთაისის მერიამ ძაღლები ქუჩაში გაუშვა.

თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s