სიახლე: Kutaisipost.ge – დღეიდან „ქუთაისიპოსტი“ ახალ ვებ-მისამართზე გადადის

დღეიდან, საინფრმაციო პორტალი „ქუთაისიპოსტი“ ახალ ვებ-მისამართზე გადადის. საინფორმაციო პორტალის ყველა სიახლე ამიერიდან www.kutaisipost.ge-ზე განთავსდება.
2--logo

ახალი ამბები ქუთაისიდან და იმერეთის რეგიონიდან, ფოტო-ვიდეო რეპორტაჟები საინტერესო და აქტუალურ თემებზე, ინტერვიუ, ბლოგები და ბევრი სხვა, მრავალფეროვანი რუბრიკები შეგიძლიათ იხილოთ kutaisipost.ge-ზე.
საინფორმაციო პორტალი „ქუთაისიპოსტი“ არის დამოუკიდებელი, საინფორმაციო-ანალიტიკური, მულტიმედია ინტერნეტ გამოცემა, რომელიც აშუქებს ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
„ქუთაისიპოსტი“ დაფუძნებულია ააიპ ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა ცენტრი“-ს მიერ.
„ქუთაისიპოსტი“ 5 თვეა რაც გამოჩნდა მედია სივრცეში. თუმცა, ჩვენს გუნდს აქვს მედიაში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება. ეს არის გაზეთ „ახალი გაზეთისა“ და საინფორმაცი სააგენტო newpress.ge-დან წამოსული თანამშრომლებით (აღნიშნული მედიასაშუალება დატოვა ყველა თანამშრომელმა) დაკომპლექტებული გუნდი. „ნიუპრესიდან“ წამოსვლის შემდეგ (გასული წლის სექტემბრის ბოლო), გუნდი არ დაიშალა და დამოუკიდებელი მედიაპლატფორმის შექნისთვის მოძებნა გზა, პირველ ეპატზე ბლოგი გაეკეთებინა. დაიწყო მუშაობა მოხალისეობრივ საწყისებზე.
გასული წლის 15 ოქტომბრიდან დავიწყეთ ფუნქციონირება „ქუთაისიპოსტ”-ის სახელით, აირექსის ახალი მედიის პროგრამაში მიღებული ცოდნით, შევძელით მხოლოდ ვორდპრესის ძრავზე მოქმედი ბლოგის შექმნა (www.kutaisipost.wordpress.com).
დღეიდან კი ჩვენს გუნდს უკვე აქვს შესაძლებლობა ახალ ვებ-გვერდზე გააგრძელოს ფუნქციონირება.
დღეიდან, გვადევნეთ თვალი www.kutaisipost.ge – ზე. აქ გათავსდება ინფორმაცია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. (საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში)
ასევე, გვადევნეთ თვალი სოციალურ ქსელში, მოიწონეთ ჩვენი facebook გვერდი – kutaisipost და გაეცანით ყველა სიახლეს ოპერატიულად

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s