ქუთაისის თვითმმართველობაში გასულ წელს 238 852 ლარის საწვავი მოიხმარეს

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2014 წელს საკრებულოსა და მერიის სრუქტურულმა ერთეულებმა 183 144,70 ლიტრი საწვავი მოიხმარეს. ბენზინისა და დიზელის შესასყიდად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 238 852 ლარი დაიხარჯა.
sawvavi

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საწვავის ყველაზე მეტი ლიმიტი თვითმმართველობის თანამდებობის პირებზე არის განსაზღვრული.
ქუთაისის მერისათვის განსაზღვრული საწვავის ლიმიტი თვეში 500 ლიტრს შეადგენს, ამდენივეა გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარისთვისაც. 100 ლიტრით ნაკლებია მერის პირველი მოადგილის საწვავის ლიმიტი, ხოლო მეორე მოადგილისთვის თვეში 300 ლიტრი საწვავი არის განკუთვნილი. 50 ლიტრით ნაკლებია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისთვის გათვალისწინებული საწვავის ლიმიტი. 350 ლიტრი საწვავია განკუთვნილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანლებისთვის 250 ლიტრი საწვავია განსაზღვული.
თანამდებობის პირების გარდა საწვავის ლიმიტი გათვალისწინებულია მერიის სამსახურებისა და მათი წარმომადგენლებისთვისაც.
ყველაზე მეტ საწვავს თვეში (1860 ლიტრი) მერიის ადმინისტრაციული სამსახური მოიხმარს, ლიმიტის ოდენობის მიხედვით შემდეგ ადგილზეა მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური, ხოლო საწვავის ყველაზე ნაკლები ლიმიტი მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურისთვის არის გათვალისწინებული, რაც თვეში 200 ლიტრს შეადგენს.
ამ დროის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ 928,19 ლიტრი დიზელი და 11893,77 ლიტრი ბენზინია დახარჯული, რაზედაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20149,04 ლარია დახარჯული.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s