ქუთაისში გარდაცვლილი გოგონას ოჯახს მერია 1000 ლარით დაეხმარება

ქუთაისში გარდაცლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახს წევრებს ქუთაისის მერია 1000 ლარით დაეხმარება.
როგორც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია ამბობს, გიგლემიანის ოჯახის წევრებმა ქუთაისის მერიას დახმარებისთვის თავად მიმართეს.
aqcia

“გარდაცვლილის ოჯახის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. მათ დახმარებისთვის მოგვმართეს და მერის სარეზერვო ფონდიდან ოჯახს 1000 ლარით ვეხმარებით,”-განმარტავს ზვიად ჯავახია.
ქუთაისში გარდაცლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები დროული გამოძიებისა და რეალური მკვლელის პოვნის მოთხოვნით დღეს ქალაქის შემოსასვლელ გზას გადაკეტავენ.
გარდაცვლილი გოგონას ახლობლები საპროტესტო აქციას 12 საათზე, ყოფილი მინისტარის ქარხანასთან არსებულ გზაჯვარედინთან გამართავენ. აქციას ოჯახის წევრების გარდა, ქალაქის მაცხოვრებლებიც შეურთდებიან.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ავარიის შედეგად გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის საქმის სამართლიანი გამოძიებაა. ქუთაისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრების თქმით, გამოძიების პროცესს აჭიანურებენ.
19 წლის ნანა გიგლემიანი ავარიის შედეგად მიმდინარე წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნანა გიგლემიანი “ჯიპის” მარკის დაჯახების შედეგად მძიმე სატრანსპონტო საშუალება “კრაზის” მარკის მანქანის ბორბლებში შევარდა და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ვარაუდით, სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავენ და დანაშაულის სხვა ადამიანისთვის გადაბრალებას ცდილობენ.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s