ქუთაისში გარდაცვლილი გოგონას ახლობელი – პოლიციიდან დამირეკეს, მკვლელი ნაპოვნია

ქუთაისში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობელმა ამ წუთებში მიმდინარე აქციაზე ახალი ინფორმაცია გააჟღერა. მისი განცხადებით, რეალური დამნაშავის ვინაობა დადგენილია.
aqcia

“ამ წუთებში დამირეკეს პოლიციის სამმართველოდან და მითხრეს, რომ მკვლელი ნაპოვნია და სამმართველოში მივიდეთ. არ ვიცი ეს სიმართლეს შეესაბამება თუ არა, არ არის გამორიცხული ეს ზარი აქციის დაშლის მიზნით განხორციელებულიყო,” – აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ახლობელი, მერი ბურჯალიანი.
ამ დროისათვის აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციის სამმართველოსთან მიდის.
ქუთაისში გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრებმა ქალაქის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა დღეს 12 სათზე დაიწყეს. მოგვიანებით აქცია სხვა გზაჯვარებინებთანაც გადაინაცვლეს.

მათი თქმით, პოლიციამ წინასწარ მოახდინა მობილიზაცია, რათა მათ აქციას მოძრაობა არ შეეფერხებინა.
“პოლცია წინასწარ მოემზადა, რომ ჩვენი აქიცია მხოლოდ აქციად დარჩენილიყო და ამ აქციას არ შეეფერხებინა მოძრაობა თუნდაც ერთი საათით ქუთაისში. თუმცა, ვუცხადებთ ყველას, რომ ჩვენ დევნილები ვართ და არა დებილები და თუ გონდიათ, რომ ნანა გიგმელიანი უპატრონოა და მის საქმეს ასე ადვილად ჩაფარცხავენ, ძალიან ცდებიან. არ შევწყვეტთ საპორტესტო აქციების გამართვას, იქამდე ვიდრე სამართალი არ იზეიმებს,” – ამბობს გარდაცვლილი გოგონას პედაგოგი.
19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს გუბაზ სანიკიძესა და ძელქვიანის მაჟიროტარ დეპუტატს კახაბერ დვალიშვილს უყურადღებობასა და უგულობაში ადანაშაულებენ.
როგორც დევნილები ამბობენ, დეპუტატებმა არ ჩათვალეს თავი ვალდებულად, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ოჯახი მოეკითხათ და მათთვის სამძიმარი გამოეცხადებინათ.
“არჩევნების დროს ყველა კანდიდატს კარგად ვახსენდებოდით და ყოველ წუთში დარბოდნენ, როცა გვიჭირს არავის ვახსოვართ,” – ამბობენ აქციის წევრები.
19 წლის ნანა გიგლემიანი ავარიის შედეგად მიმდინარე წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნანა გიგლემიანი “ჯიპის” მარკის დაჯახების შედეგად მძიმე სატრანსპონტო საშუალება “კრაზის” მარკის მანქანის ბორბლებში შევარდა და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ვარაუდით, სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავენ და დანაშაულის სხვა ადამიანისთვის გადაბრალებას ცდილობენ.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s