ქუთაისში ევროკავშირის კინოფესტივალი 20 თებერვალს გაიხსნება

20 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელშეწყობით „ევროკავშირის კინოფესტივალი 2015“ გაიმართება. აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, რომელშიც პროექტის მონაწილე პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
kino

ფესტივალი მეორედ ტარდება საქართველოში და შესაბამისად, ქუთაისშიც და მასზე ევროპელი რეჟისორების ცხრა ფილმი იქნება წარმოდგენილი.
„ფესტივალში ჩართული ფილმები იმ ღირებულებების, ასევე, პრობლემების გაცნობის შესაძლებლობას იძლევა, რაც დგას დღეს ევროპაში. ფილმები ერთგვარი სახელმძღვანელოს ფუნქციასაც იღებენ, რადგან მათში ისეთი საკითხებია ასახული, რაც ევროპამ უკვე გაიარა, რა პრობლემებიც დაძლია. თუმცა, ეს პრობლემები გვიდგას დღეს ჩვენ“, – აღნიშნა კინომცოდნე თამთა თურმანიძემ.
ფესტივალის ფარგლებში ფილმების ჩვენება, ქუთაისის გარდა, კიდევ 4 ქალაქში მოეწყობა. ფილმები სხვადასხვა ჟანრის, როგორც დოკუმენტური ასევე, ანიმაციური იქნება. ჩვენებების შემდეგ დისკუსიები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მოწვეული კინომცოდნეები მიიღებენ.
ამ ფილმების უმეტესობა პირელად იქნება ნაჩვენები საქართველოში. მათზე დასწრება უფასოა.
ფილმების ჩვენება წერეთლის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოეწყობა.
კინოსეანსები 20 თებერვალს 18:30 საათზე დაიწყება.
ფესტივალის მხარდამჭერია ქუთასიის მერია.

ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s