არ შევწყვეტთ აქციებს – ქუთაისში გარდაცვლილი გოგონას ახლობლებმა რამდენიმე გზაჯვარედინი გადაკეტეს

ქუთაისში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ოჯახის წევრებმა ქალაქის შემოსასვლელი გზის გადაკეტვის პარალელურად, აქციის გამართვა სხვა გზაჯვარედინებზეც დაიწყეს.
10957568_10204630480339447_8325945017617731882_n

19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრების თქმით, პოლიციამ წინასწარ მოახდინა მობილიზაცია, რათა მათ აქციას მოძრაობა არ შეეფერხებინა.
“პოლიცია წინასწარ მოემზადა, რომ ჩვენი აქიცია მხოლოდ აქციად დარჩენილიყო და ამ აქციას არ შეეფერხებინა მოძრაობა თუნდაც ერთი საათით ქუთაისში. თუმცა, ვუცხადებთ ყველას, რომ ჩვენ დევნილები ვართ და არა დებილები და თუ გონდიათ, რომ ნანა გიგლემიანი უპატრონოა და მის საქმეს ასე ადვილად ჩაფარცხავენ, ძალიან ცდებიან. არ შევწყვეტთ საპორტესტო აქციების გამართვას, იქამდე ვიდრე სამართალი არ იზეიმებს,” – ამბობს გარდაცვლილი გოგონას პედაგოგი.
19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს გუბაზ სანიკიძესა და ძელქვიანის მაჟიროტარ დეპუტატს კახაბერ დვალიშვილს უყურადღებობასა და უგულობაში ადანაშაულებენ.
როგორც დევნილები ამბობენ, დეპუტატებმა არ ჩათვალეს თავი ვალდებულად, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ოჯახი მოეკითხათ და მათთვის სამძიმარი გამოეცხადებიათ.
“არჩევნების დროს ყველა კანდიდატს კარგად ვახსენდებოდით და ყოველ წუთში დარბოდნენ, როცა გვიჭირს არავის ვახსოვართ” – ამბობენ აქციის წევრები.
19 წლის ნანა გიგლემიანი ავარიის შედეგად მიმდინარე წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნანა გიგლემიანი “ჯიპის” მარკის დაჯახების შედეგად მძიმე სატრანსპონტო საშუალება “კრაზის” მარკის მანქანის ბორბლებში შევარდა და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ვარაუდით, სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავენ და დანაშაულის სხვა ადამიანისთვის გადაბრალებას ცდილობენ.

ანა ჯანაშია

Leave a comment