“ჩამკვდარი” პროექტები ქუთაისში – ექნება თუ არა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქს (Video)

2017 წელს 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ოთხ ქალაქში ჩატარდება, თუმცა არა ქუთაისში. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამის ერთ-ერთ მიზეზად ქალაქში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს არარსებობა დასახელდა.
ქუთაისში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სასტუმროების რიცხვმა იმატა, მაგრამ ხუთვარსკვლავიანი არც ერთი მათგანი არაა.
დღეისათვის ქუთაისში მხოლოდ 2 ოთხვარსკვლავიანი, რამდენიმე სამვარსკვლავიანი და სხვა დანარჩენი საოჯახო სასტუმროებია.
sastumro
ექნება თუ არა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქს? – ნახეთ ვიდეოსიუჟეტი
Continue reading

დაცარიელებული კომერციული ფართები ქუთაისში – ვიდეო უკომენტაროდ

ქუთაისის ცენტრალურ უბნებში გასაქირავებელი ფართების რაოდენობამ იმატა, უფუნქციოდ დარჩენამდე, აღნიშნულ ფართებში სხვადასხვა კომერციული ობიექტები მუშაობდა, ნახეთ ვიდეო უკომენტაროდ:
Continue reading

ტატუს ხელოვნება ქუთაისში – ტატუ „კრიმინალი“ თუ ანტიდეპრესანტი?! (ვიდეო)

სიტყვა ტატუ პოლინეზიურ ენებს უკავშირდება და სიტყვასიტყვით ნიშნავს „გაკეთებული ყველა წესის დაცვით“. ტატუს ხელოვნების ისტორია ათასწლეულებს ითვლის, გეოგრაფია კი მთელ დედამიწას, სხვადასხვა ხალხებს და კულტურებს.
21-ე საუკუნემ სხეულზე გამოსახული ნახატებისა და სიმბოლოების არა მხოლოდ რეაბილიტაცია მოახდინა, არამედ ტატუს უძველესი ხელოვნების მოდურობისა და პოპულარობის მზარდი პროცესი გააჩინა.
ტატუს მიმდევრები საქართველოშიც და ქუთაისშიც ბლომად ყავთ. თუმცა ძალაში რჩება სტერეოტოპები.
ტატუს მიმართ არსებული სტერეოტიპებიდან რომელი მუშაობს დღემდე და რამდენად პოპულარულია იგი ტრადიციულ ქუთაისში?
იხილეთ ვიდეოსიუჟეტი.
ekas
Continue reading

ქუთაისელის სათქმელი ერთ წუთში – გია ლომინაძე (ვიდეო)

“ქუთაისიპოსტი”-ს რუბრიკა – “ქუთაისელის სათქმელი 1 წუთში”. ქუთაისელთა სათქმელს ვიდეოკომენტარის სახით კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შემოგთავაზებთ.
მოქალაქეები ამბობენ იმას, რაც მათი სათქმელი არის კონკრეტულ მომენტში, კომენტარის ჩაწერის დროს, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე.
რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს საკუთარი აზრის, საკუთარი სათქმელის დაფიქსირების შესაძლებლობა.
ღიად გამოხატე შენი აზრი “ქუთაისიპოსტის” ახალ რუბრიკაში – “ქუთაისელის სათქმელი 1 წუთში”.
რუბრიკის მორიგი სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია “რუბიკონი”-ს წევრი გია ლომინაძე:
Continue reading

ქუთაისელი ჩინოვნიკების საპატრულო ჯარიმები – გამოკითხვა ქუთაისიპოსტი (ვიდეო)

იცავენ თუ არა წესებს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები და მერიის აპარატის თანამშრომლები ავტომობილით გადაადგილებისას და რა სიხშირით აჯარიმებთ მათ საპატრულო პოლიცია, ქუთაისიპოსტი გთავაზობთ გამოკითხვას. ნახეთ ვიდეო:
patruli
Continue reading

დღისით ჩართული ღამის განათება ქუთაისში – ვიდეო უკომენტაროდ

ქუთაისის ცენტრალურ უბანში გარეგანათების ნათურები დღის საათებშიც ჩართულია. “ქუთაისიპოსტი” გთავაზობთ რუსთაველისა და ფალიაშვილის გამზირზე შუადღის საათებში ჩართული გარეგანათების კადრებს უკომენტაროდ:
IMG_0248
Continue reading

ქუთაისელები გაძვირებულ პროდუქტებზე – გამოკითხვა “ქუთაისიპოსტი” (ვიდეო)

“ქუთაისიპოსტი”-ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 30 ადამიანიდან, 25 გაძვირებული პროდუქტისა და ლარის კურსის გაუფასურების გამო ხელისუფლებას ადანაშაულებს.
sursati
“არ გვსიამოვნებს პური რომ გაძვირდა, გაზმაც რომ მოიტა, პენსიამ არ მოიმატა. სამუშაო ადგილი არ არის. ხალხი უმწეო მდგომარეობაშია. არ უნდა გაგვაღიზიანოს მთავრობამ”, – ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:
Continue reading