ქუთაისში ევროკავშირის კინოფესტივალი 20 თებერვალს გაიხსნება

20 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელშეწყობით „ევროკავშირის კინოფესტივალი 2015“ გაიმართება. აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, რომელშიც პროექტის მონაწილე პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
kino
Continue reading

მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაცია ავტონომიური ხდება

მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაცია საქართველოს მხატვართა კავშირის ფილიალი აღარ იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის მხატვართა კავშირის ორგანიზაციის საერთო კრებამ დღეს მიიღო.
კრების გადაწყვეტილებით ქუთაისის ორგანიზაცია ეყოფა საქართველოს მხატვართა კაშირს, შესაბამისად მოეხსნება ფილიალის სტატუსი და ქუთაისის, იმერეთის მხატვართა შემოქმედებით ორგანიზაციად დარეგისტრირდება.
10974157_892496007438135_4057163432011338744_o
Continue reading

ხელოვნება როგორც ბრძოლის ველი – ქუთაისში ფესტივალი „ვენტილაცია“ გაიხსნა

ქუთაისში ხელოვნების მცირე ფესტივალმა „ვენტილაციამ“ პირველი ივენთი გამართა. მასში მონაწილეობა,სხვადასხვა არტისტულ პრაქტიკაში მომუშავე ხელოვანებმა მიიღეს. „ვენტილაცია“, მეორე წელია რაც ქუთაისში იმართება გარკვეული ორინტირითა და ნიშნით გამოირჩევა.
10960029_891729064181496_6528003287016221415_o
Continue reading

დღევანდელ ყოფას სწორედ ქაოსური ფორმა ასახავს – „შიზოგადოების“ პრეზენტაცია ქუთაისში

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პოეტ პაატა შამუგიას წიგნის „შიზოგადოება“ პრეზენტაცია გაიმართა. „შიზოგადოება“ პოეტის მეოთხე კრებულია. იგი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. კრებულის წარდგენა გამომცემლობის წარმომადგენლება მოახდინეს, რის შემდეგაც თავად პოეტმა წაიკითხა ფრაგმენტები პრეზენტირებული წიგნიდან.
პაატა შამუგიამ ასევე, რამდენიმე ფრაგმენტი შესთავაზა პუბლიკას ძველი კრებულებიდან. ავტორმა განმარტა მიზეზი, თუ რატომ უწოდა კრებულს „შიზოგადოება“.
ooo
Continue reading

სახელმწიფო თეატრებიდან წლევანდელ ბიუჯეტზე ყველაზე მცირე დანამატი თოჯინების თეატრმა მიიღო

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს 2015 წლის ბიუჯეტზე ქალაქის თვითმმართველობიდან მხოლოდ 10 ათასი ლარი დაემატა, რის შემდეგაც თოჯინების თეატრის ბიუჯეტმა 205 ათასი ლარი შეადგინა.
tojina
Continue reading

100 ათასი ლარი სკულპტურული ქანდაკებების დადგმა-დემონტაჟისთვის – ახალი პროგრამა ქუთაისის ბიუჯეტში

ქუთაისში სკულპტურული ქანდაკებების დადგმისა და დემონტაჟის პროგრამა ხორციელდება. ამ პროგრამას ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური ახორციელებს.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n
Continue reading

ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ბიუჯეტი მილიონი ლარი გახდა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება 200 ათასით გაეზარდა. აღნიშნული ცვლილებით თეატრის ბიუჯეტმა, რომელიც გასულ წელს თვითმმართველობიდან 800 ათასით ფინანსდებოდა, წელს მილიონი ლარი შეადგინა.
TEATRE
Continue reading

ქუთაისში შესაძლებელია მუზეუმების რიცხვი გაიზარდოს

ქუთაისის თვითმმართველობა მხატვრებისა და მოქანდაკეების დავით კაკაბაძის, გივი ბრეგაძის, არსენ ფოჩხუას, გოგილო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის. შესაბამისად, ქუთაისში შესაძლებელია მუზეუმების რიცხვი გაიზარდოს.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n
Continue reading

ქუთაისელი „ნაციონალი“ თეატრების დაფინანსებაზე – ტრადიცია გრძელდება

ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განმარტებით, ქუთაისში არსებული თეატრების დაფინანსებაზე პასუხისმგებლობა შესაბამისმა სამინისტრომ უნდა აიღოს. „ნაციონალები“ თვლიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ და ვერ ერევა თეატრებში ვინმეს დანიშვნა-არდანიშვნის საკითხებში.
10013702_858775927498422_7255290033627447359_n
Continue reading

ქუთაისში ბორის გაპონოვის ძეგლს ხელი შეკეთების მიზნით მოხსნეს

ქუთაისში, ებრაელი მოღვაწის ბორის გაპონოვის ძეგლს ხელი შეკეთების მიზნით მოხსნეს. ამ განმარტებას ძეგლის ავტორი, მოქანდაკე გიორგი კიკვაძე „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში აკეთებს. იგი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფრომაციას, რომ ძეგლი ვანდალური მიზნით დააზიანეს და ბრინჯაოს ქანდაკებას ხელი მოაძვრეს.
10855165_859191954101874_5029917341721810284_o
Continue reading