ქუთაისის თვითმმართველობაში გასულ წელს 238 852 ლარის საწვავი მოიხმარეს

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2014 წელს საკრებულოსა და მერიის სრუქტურულმა ერთეულებმა 183 144,70 ლიტრი საწვავი მოიხმარეს. ბენზინისა და დიზელის შესასყიდად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 238 852 ლარი დაიხარჯა.
sawvavi
Continue reading

ქუთაისის მერიის შესასვლელში შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობა იწყება

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის ცენტრალურ შესასვლელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პანდუსის მოწყობა იწყება. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, პანდუსის მოწყობის სამუშოები ერთ კვირაში დაიწყება.
dafa
Continue reading

ჯანდაცვის სამინიტრო სალონების მონიტორინგს ერთ კვირაში დაიწყებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ტატუსა და სილამაზის სალონების მონიტორინგს იწყებს.
სალონების შემოწმება-დათვალიერება ქუთაისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში ერთ კვირაში დაიწყება.
for-news1
Continue reading

ქუთაისის მერიამ უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის მოვლაზე ტენდერი გამოაცხადა

ქუთაისის მერიამ ქალაქის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი წვრიფლეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე ტენდერი გამოაცხადა. 64 782 ლარად შეფასებული ტენდერი მიმდინარე წლის 6 თებერვალს გამოცხადდა. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებული ტენდერით, რომელზეც წინადადებების მიღების ვადა დღეს იწურება, ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.
dzagli1
Continue reading

მეგობრობა ფურცლებზე – 26 წლის მანძილზე ქუთაისი 12 ქალაქს დაუმეგობრდა

ქუთაისი 12 ქალაქთან არის დამეგობრებული. ყველაზე მეტი “მეგობარი” ქალაქი ქუთაისს უკრაინაში ჰყავს. დონეცკი, ლვლოვი, ხარკოვი, ზაპარჟიე, ჟიტომირი, დნეპროპეტროვსკი – ეს უკრაინის იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომელთანაც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას დაძმობილების ხელშეკრულება აერთიანებს. გარდა ამისა, ქუთაისს მეგობრობა აკავშირებს ნიუ პორტთან, განჯასთან, აშკელონთან, კოლუმბიასთან, პოზნანსა და სომბათეისთან.
Continue reading

“ნაცნობი-უცნობი ქუთაისი” – რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში “რადიუმის” შენობას?

რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ „ქუთაისიპოსტ”-ის ახალ რუბრიკაში „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი“
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, „ქუთაისიპოსტ”-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ. ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
radiumi1
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisispost.wordpress.com-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი “ რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში არსებულ “რადიუმი”ს შენობას?
როგორც “ქუთაისიპოტმა” მოიკვლია “რადიუმი”ს შენობა ქართულ კინოს დაბადებას უკავშირდება.
ირკვევა რომ მეოცე საუკუნის დასაწყიში ქუთაისში სამი კინოთეატრი არსებობა. მათ შორის იყო “რადიუმი”, რომელიც 1908 წლიდან მოქმედებდა.
Continue reading

ქუთაისელი მძღოლები არჩევანის წინაშე – მერია სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსს აცხადებს (ვიდეო)

ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის ხაზებზე ახალი ნებართვის მისაღებად კონკურსანტებს ორი არჩევანი აქვთ, ან ევროსტანდარტულად გამართული ავტობუსი უნდა შეიძინონ, რომელიც 50 000 ევრო ღირს, ან უკეთესს შემთხვევაში არსებული ტექნიკის შესაკეთებლად 5 000 დოლარის დახარჯვა მოუწევთ. ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:
transporti
Continue reading