ეკა კუხალაშვილის ბლოგი – რა უნდა აიკრძალოს საქართველოში?!

უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებზე ალაპარაკდა და გარკვეული მორალური კატეგორიებით შებოჭილ მედიაზე გამოხატა საკუთარი ოცნება.
ბესელიას მორალურ სიმტკიცეში ეჭვი არავის ეპარება, ეჭვი მხოლოდ მისი იდეებისა და ამ კონკრეტული მოსაზრების ორიგინალობაში შეიძლება შევიტანოთ. ბესელიას დაასწრეს, მაგალითად რუსეთში და გამოხატვის თავისუფლების შემბოჭავი კანონები კარგა ხანია აამოქმედეს.
1977435_735998009754603_1763568879_n
Continue reading

ეკა კუხალაშვილის ბლოგი – სახიფათო სიცილი და შიშის მცველები

წიგნში „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“ გვაცნობენ უცნაურ ჯადოსნურ არსებას, სახელად ბოგარტი. როგორც წიგნიდან ირკვევა ბოგარტი ჯერ არავის უნახავს, უფრო ზუსტად არავინ იცის როგორია მისი ნამდვილი სახე, რადგან ბოგარტი ყველას იმ სახით ეჩვენება, რისიც მათ ყველაზე მეტად ეშინიათ (ზოგს გველად ესახება, ზოგს ობობად, დემენტორად და ა.შ.). შესაბამისად ბოგარტი საშიში არსებაა და მან ნებისმიერ ადამიანს (ჯადოქარს) შეუძლია დაუფრთხოს ანგელოზები იმად გარდასახვით, რაც მათი ფობიის წყაროა.
1977435_735998009754603_1763568879_n
Continue reading

ეკა კუხალაშვილის ბლოგი – რა ბედობა, რის ცრურწმენები! – მთავარია გაგება!

არსებობს რწმენა (ან ცრურწმენა), რომ როგორადაც შეხვდები ახალ წელს ისეთი იქნება მთელი წელი. ეს რწმენა/ ცრურწმენა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ქართულ ეროვნულ რწმენა-წარმოდგენათა შორის. ქართული მოსახლეობიდან თითქმის ასპროცენტანი მიმდევარი და აღმსრულებელი ყავს. ყველა ცდილობს ახალი წლის ღამეს საუკეთესო განწყობა შეიქმნას, საამისოდ დიდი ხნით ადრე ემზადება, არ ზოგავს თანხებს (თუკი ასეთი რამ გააჩნია), რომ პოზიტივი დაიბედოს.
1977435_735998009754603_1763568879_n
Continue reading

ეკა კუხალაშვილის ბლოგი – ავტორიტეტული მიცვალებულები და ცხოვრება იმიერის კანონებით

ვისაც ინდოელი რეჟისორის მ. ნაით შიამალანის ფილმი „მეექვსე გრძნობა“ უნახავს, ფილმის ფინალში განცდილი შოკიც ემახსოვრება. ვისაც (ფილმი) არ უნახავს მოვუყვები: ფსიქიატრი (ბრიუს უილისი) ცდილობს დაეხმაროს ბიჭუნას, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს – ბიჭუნა მიცვალებულებს ხედავს და ესაუბრება.
1977435_735998009754603_1763568879_n
Continue reading

ეკა კუხალაშვილის ბლოგი – პატრიოტი სექსმუშაკები და ცურვა დინების წინააღმდეგ

ამ ამბის გახსენება ყოველთვის მიყვარს. ჩემს ლექტორს გადახდა. უფრო სწორედ ამ ამბის მოწმე შეიქნა რიგაში მოგზაურობისას. ერთ საღამოს რიგის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანს წვევია. იქ რუსი სამხედროები ქეიფობდნენ. რუსებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი შეუკვეთეს ორკესტრს და გუნდურადაც დაამღერეს. რესტორანში რამოდენიმე ქალი იმყოფებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა სექსმუშაკები. ჰიმნის შემდეგ ეს ქალები შეჯგუფებულან და რაღაცაზე გაცხარებული საუბარი გაუბამთ, მერე ერთ-ერთი ორკესტრთან მისულა და რაღაც შეკვეთა მიუცია.
1977435_735998009754603_1763568879_n
Continue reading

ეკა კუხალაშვილის ბლოგი – ამალიას, გაბრიელიVS ჩოლოყაშვილის დღეები და ალასანიას კვირეული – ახალი კალენდარი ფეისბუკზე

უკვდავ ტექსტებს შორის, რომელიც კაცობრიობას მისი არსებობის მანძილზე შეუქმნია, შეიძლება მოხსენიებულ იქნას კალენდარიც. ტექსტი, რომელიც დღეებს ამცნობს და პრაქტიკულად უთვლის მისივე შემქმნელებს. თუკი სხვა უკვდავი ტექსტების უმეტესობას ძირითადად მხოლოდ სპეციალისტები, ხელდასხმულები, განდობილები, სნობები ეხებიან. კალენდარი ყველაზე დემოკრატიული „უკვდავია“, მას ყოველდღიურად 7 მილიარდი ადამიანიდან შვიდიმილიარდივე ეხება.
1977435_735998009754603_1763568879_n
Continue reading

ეკა კუხალაშვილის ბლოგი – არა გაამხილო!

ქუთაისში, ადგილობრივი ხელისუფლება, მერიის გვერდით არსებულ „შრომის დიდების მემორიალის“ აღებას გეგმავს. მემორიალი ათწლეულებია დგას. იგი საბჭოთა ძეგლთამსხვრევის პერიპეტიებს გადაურჩა და ამ დრომდე მოაღწია.
1977435_735998009754603_1763568879_n
Continue reading