ძალადობა სიჩუმეში ყვავის – დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე ქუთაისში

„ილაპარაკეთ, მოყევით იმ ძალადობის შესახებ, რასაც ოჯახში განიცდით, რადგან ძალადობა სიჩუმეში ყვავის“, – ამბობს ფილმის გმირი, ამერიკელი მწერალი ლესლი მორგან სტეიკერი, რომელიც თავადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. აღნიშნული ფილმის ჩვენება და დისკუსია თემაზე „რატომ ვერ ტოვებს მსხვერპლი მოძალადეს“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით ქუთაისში გაიმართა.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n
Continue reading

„ამანათად“ ქცეული გმირი ქალები

„დედაჩემი“ – ასე ქვია ინსტალაციას, რომელიც მხატვარმა ლია უკლებამ ემიგრანტ დედას მიუძღვნა. ინსტალაცია წარმოადგენს ფიგურას, რომელსაც ადამიანის, კონკრეტულად, ქალის ფორმა გააჩნია. ფიგურას მთელი სხეული წებოვანი ქაღალდით ე.წ. „სკოჩით“ აქვს გადაწებებული. კომპოზიცია იმ ამანათს გავს, რომელთაც ემიგრანტი ქალები ყოველთვიურად აგზავნიან ოჯახებში.
დედის ინსტალაცია იქცევა მეტაფორად, ათასობით ქართველი ემიგრანტი ქალის ხატად, რომელთაც „ამანათად ყოფნის“ გარდა ყველა სხვა ფუნქცია და როლი დაუკარგა დღევანდელმა რეალობამ.
qaliii
Continue reading

ძალადობის ენა და საზოგადოება – ქალთა მიმართ ძალადობა ქუთაისში აქციით გააპროტესტეს (ვიდეო)

2014 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით თოთხმეტმა ქალმა მიმართა. ქუთაისში ქალთა მიმართ ძალადობა აქციით გაპროტესტეს. აქციის ორგანიზატორი, მხატვარი ლია უკლება თვლის, რომ საქართველოში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი თითქმის ყველა ქალია, ხოლო ხელისუფლებას ძალადობის წინააღმდეგ მის ხელთ არსებული ბერკეტები ჯერ არ გამოუყენებია.
poto1
Continue reading

ქალები აღარ ეგუებიან პატრიარქალურ კანონებს – ქუთაისი ქალზე ძალადობის საწინააღდეგო აქციას შეუერთდა

„ქალზე ძალადობა დანაშაულია – შეაჩერე“, „არა ქალ კლა“, „ცოლი საკუთრება არ არის“, „ოჯახში ძალადობა ყველას ეხება“ – ამ და სხვა სლოგანის ხილვა დღეს მესხიშვილის თეატრის წინ გამართულ აქციაზე შეიძლებოდა. ფართომასშტაბიანი აქცია ქალთა მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად გაიმართა და მას ქუთაისში მოქმედი თითქმის ყევლა არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელმწიფო დაწესებულებების, კერძო სექტორის, მედიის, სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები შეუერთდა.
aqcia
Continue reading

ქუთაისში გენდერის მედიაცენტრი გაიხსნა

ქუთაისში, რადიო „ძველი ქალაქის“ სივრცეში გენდერის მედიაცენტრი გაიხსნა. მედიაცენტრის წარმომადგენელთა განმარტებით, გენდერის მედიაცენტრი ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ. გენდერული მედიაცენტრი ფოკუსირდება არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეზე, ამომრჩევლის, პოლიტიკური პარტიების, სამთავრობო და არასამთვრობო ორგანიზაციებზე.
10734008_10202139571890498_8207306540652234951_n
Continue reading