ქუთაისის სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანებისთვის გამოყოფილი 240 ათასი ლარი შენობების რეაბილიტაციას მოხმარდება

ქუთაისის მერიამ ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას მიმდინარე ბიუჯეტზე 240 ათასი ლარი დაუმატა.
აღნიშნული თანხა გაერთიანებაში შემავალი დაწესებულებების შენობების რეაბილიტაციასა და ზამთრისთვის მზადებას მოხმარდება.
Continue reading

ითვალისწინებენ თუ არა ქუთაისელი ბიჭები ოჯახის აზრს ცოლის მოყვანისას? – გამოკითხვა „ქუთაისიპოსტი“ (Video)

Kutaisipost-ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 20 ბიჭიდან, 13 ამბობს, რომ დაოჯახების დროს ოჯახის წევრების აზრის გათვალისწინება აუცილებელი არ არის. 5 ადამიანის განმარტებით, ოჯახის აზრს უნდა ითვალისწინებდნენ, ხოლო ორს პასუხი არ არ აქვს, თუ როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში.
„დედაშენს და მამაშენს კი არ მოჰყავს ცოლი და კი არ ოჯახდება, შენ ოჯახდები“ – ნახეთ ვიდეო გამოკითხვა:

თეკლე მორგოშია

ქართული „სტერილური“ ისტორიოგრაფია და სახელმძღვანელოები მუსლიმი მოღვაწეების გარეშე

„საქართველოს ისტორიაში ცნობილია 500 ბორჩალოელის თავგანწირვის ამბავი. 300 არაგველის მსგავსად, მათ კრწანისის ბრძოლაში სიცოცხლე დადეს მეფე ერეკლესა და საქართველოს ერთგულებისთვის. ისინი ეთნიკურად ქართველები არ ყოფილან, საქართველოს მუსლიმი მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ ისინი შეეწირნენ ქართულ საქმეს“, – აღნიშნავს ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი.
ეს ფაქტი ისტორიიდან საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში არ იძებნება. 500 ბორჩალოელის ამბავი დაფარული რჩება. სახელმძღვანელოში ვერ წაიკითხავთ ვერც სხვა მუსლიმი ქართველებისა თუ ეთნიკურად არაქართველების დამსახურებების შესახებ.

10734019_838122762875460_1195093445735748364_n
Continue reading

ლენინის პორტრეტი ქუთაისში ქარხნის დამწვარ შენობაზე (ფოტო)

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე “ლითოფონის” ქარხნის დამწვარ შენობაზე ლენინის პორტრეტი გაჩნდა. უცნობია, ვინ გამოფინა შენობის აივანზე აღნიშნული პორტრეტი. ფოტო მარიამ ქველიაშვილი:

10454296_748298675217980_3981951146955191877_n

ფოტო – მარიამ ქველიაშვილი


Continue reading

კამპანია “ეს შენ გეხება” კანონმდებლებს ე.წ ორგასაღებიან სისტემას სთავაზობს

“ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” კამპანიის ფარგლებში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქუთაისის ფილიალში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
saia
Continue reading

ქუთაისში პროფესიული სწავლების სტუდენტთათვის საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა ქუთაისში, პროფესიული კოლეჯი „იბერია“-ს სტუდენტებთან და პედაგოგებთან ერთად, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი დაათვალიერეს.
247101_667483193350248_5765768509110836622_n
შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები ახალ, თანამედროვედ აღჭურვილ შენობაში იცხოვრებენ.
საშემოდგომო მიღებაზე, პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ 440 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის 100-მდე სტუდენტი რეგიონიდანაა და საჭიროებენ საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროფესიული სასწავლებელიც დაათვალიერეს.
განახლებული ინფრასტრუქტურის პროფესიული სასწავლებელი აღჭურვილია თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით.

“ქუთაისიპოსტი”

ქუთაისში კიკვიძის ძეგლის აღება იგეგმება

ქუთაისის მერია “ზასტავაზე” მდებარე კიკვიძის ძეგლის აღებას გეგმავს. ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ, ნოდარ მიქიაშვილმა დღეს საზოგადო მოღვაწეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
kikvidze
Continue reading

ქუთაისში გაპონოვის ძეგლს დადგამენ

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე ბორის გაპონოვის ძეგლს დადგამენ. ადგილობრივი თვითმმართველობა ბორის გაპონოვის ძეგლის გახსნას მიმდინარე წლის 3 ნომებერისთვის გეგმავს. რადგან, მერია ამ დღეს ქალაქ აშკენის დელეგაციას უმასპინძლებს.

gaponovi1

Continue reading

ქუთაისში ყოფილ და მოქმედ “ნაციონალ” დეპუტატებს მიწების მითვისებაში ადანაშაულებენ

ქუთაისის საკრებულოს წევრის, “რესპუბლიკელი” ნატო ქათამაძის მტკიცებით, ადგილობრივი თვითმმარველობის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს წინა მოწვევის საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატები პირადი მიზნებისთვის ასხვისებდნენ. ქათამაძის მიერ დასახელებულ დეპუტატებს შორის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრის სახელიც ფიგურირებს.
meria
Continue reading

რატომ გადაუხადა მადლობა ქუთაისელმა “ნაციონალმა” მთავრობას

“მადლობას გეტყვით თქვენ და ასევე, უნიათო ხელისუფლებასაც იმისათვის, რომ ქალაქს 9 ერთეულ რეანომობილს გადმოსცემენ.ეს ნამდვილად მისასალმებელი საკითხია”, – განაცხადა დღეს გამართულ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალმა” დეპუტატმა, დავით გოგისვანიძემ.
dato
Continue reading