ქუთაისელის სათქმელი 1 წუთში (ვიდეო) – თემურ ცამციშვილი

“ქუთაისიპოსტი”-ს ახალი რუბრიკა – “ქუთაისელის სათქმელი 1 წუთში”. ქუთაისელთა სათქმელს ვიდეოკომენტარის სახით კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შემოგთავაზებთ.
მოქალაქეები ამბობენ იმას, რაც მათი სათქმელი არის კონკრეტულ მომენტში, კომენტარის ჩაწერის დროს, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე.
რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს საკუთარი აზრის, საკუთარი სათქმელის დაფიქსირების შესაძლებლობა.
ღიად გამოხატე შენი აზრი “ქუთაისიპოსტის” ახალ რუბრიკაში – “ქუთაისელის სათქმელი 1 წუთში”.

რუბრიკის მორიგი სტუმარია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერი თემურ ცამციშვილი:
Continue reading

სოციალური აქტი ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ლია უკლებას ნახატებში (ფოტო)

„ქალის პრობლემები ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. ეს რა თქმა უნდა ჩემთვის არ არის მარტო მხატვრობა, ეს არის სოციალური აქტი, მხატვრობა გამოხატვის საშუალებაა ამ შემთხვევაში“, – აღნიშნავს მხატვარი ლია უკლება kutaisipost-თან ინტერვიუში.
მაინც როგორ იაზრებს მხატვარი ქალზე ძალადობის, ზოგადად ქალის თემას პატრიარქალურ საზოგადოებაში? რა ფორმას აძლევს ლია უკლება მის სოციალურ აქტს მხატვრობაში?
იხილეთ ლია უკლებას ნახატების გალერეა kutaisipost-ში.
kali55 kali77
Continue reading

თემურ ცამციშვილი – თუ ცოტა მაინც არსებობს სამართალი ამ ქვეყანაში, უნდა გამამართლონ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ცამციშვილის საქმეზე განაჩენის გამოტანა გადადო.
SASAMARLO
Continue reading

ლია უკლება – საქართველოში წლის მანძილზე 24 ქალია მოკლული, მაგრამ არსებობს ასეულობით ცოცხლად მკვდარი

25 ნოემბერს ქალთა მოძრაობის ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით ქალზე ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. „ქალზე ძალადობა დანაშაულია – შეაჩერე!“ სლოგანის ეს შინაარსი ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის სიხშირემ და ერთი წლის მანძილზე 24 ქალის მკვლელობამ განაპირობა. აქცია ფართომასშტაბიანია და მასში 17 ქალაქი და მუნიციპალიტეტია ჩართული.
თუმცა, აქციებთან ერთად ძალადობას სხვა ფორმითაც უპირისპირდებიან და აპროტესტებენ, მაგალითად – ხაზითა და ფერით. მხატვარ ლია უკლებას შემოქმედებაში ნახატთა მთელი სერია ეთმობა ქალის თემას.

lia
Continue reading

ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ოქროს ნაკეთობებისთვის ალბომი გამოიცემა

ქუთაისში ისტორიულ მუზეუმში დაცული ქართული ოქრომჭედლობის კოლექციის ილუსტრირებული ალბომი გამოიცემა. ალბომის „ქართული ოქრომჭედლობის ძეგლები ქუთაისის მუზეუმის საგანძურიდან“ გამოსაცემად ქუთაისის მერიამ 3 100 ლარად ღირებული ტენდერი გამოაცხადა.
museum
Continue reading

ბარ-რესტორანი „ზედაზენი“ ქუთაისში – ყველაფერი თქვენი გემოვნებისთვის (R)

მრავალფეროვანი მენიუ, ქართული-ტრადიციული კერძები, ხარისხზე ნაკლები ფასები და სასიამოვნო გარემო – ეს ყველაფერი ქუთაისში, პუშკინის #16-ში მდებარე ბარ-რესტორან „ზედაზენში“ გელოდებათ.

ssssssssssssssssssss

Continue reading

ქუთაისის მერიაში ტესტირების ეტაპი 131 თანამშრომლიდან 78-მა გადალახა

ქუთაისის თვითმმართველობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად ატესტაციას დაქვემდებარებული 131 საჯარო მოხელიდან ბარიერი მხოლოდ 78 მონაწილემ გადალახა. ატესტაციის მიღმა 53 კონკურსანტი დარჩა.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n
Continue reading

ქუთაისის მერიაში 53 ადგილზე კონკურსი თავიდან გამოცხადდება

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსის მეორე ეტაპი 53 ვაკანტურ ადგილზე კონკურსანტებმა ვერ გადალახეს. რის გამოც, ამ პოზიციებზე უახლეს მომავალში კონკურსი თავიდან გამოცხადდება. ატესტაციას დაქვემდებარებული 131 საჯარო მოხელედან ბარიერი მხოლოდ 78 მონაწილემ გადალახა.
shota
Continue reading