ქუთაისში პარკირების ადგილებზე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა

ქუთაისში ერთ ლოტად გამოტანილი ავტომანქანების პარკირების ადგილებზე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა. ქუთაისის მერიამ აღნიშნული აუქციონი 2014 წლის 11 ნოემბერს, პარკირების საერთო და სპეციალურ ადგილებზე (227 ადგილი), სასყიდლით გადაცემის მიზნით გამოცხადდა. თუმცა, ერთ ლოტად გატანილი პარკირების ადგილებით არავინ დაინეტრესებულა, რის გამოც აუქციონი ჩაიშლა.
parking

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის გარკვეული არ არის, თუ როდის და რა განახლებული პირობებით გამოცხადდება თავიდან აქციონი.
ქუთაისში პარკირების ადგილებს ჩინოვნიკების ბიზნესინტერესებს უკავშირებდნენ, რის გამოც პარკირება მწვავე განხილვის თემა იყო.
ქუთაისის მერის მოადგილის, ნოდარ მიქიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ქალაქში პარკირება არალეგალურია, რომლისგან მიღებული თანხები, მისივე მტკიცებით, ადგილობრივ ბიუჯეტში არ შედის.
თუმცა, kutaisipost-ის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, პარკინგიდან მიღებული თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში შედის.

Leave a comment