ქუთაისის საბავშვო ბაღებში 295 ახალი პედაგოგი შეარჩიეს

ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლებმა პედაგოგები კონკურსის გზით შეარჩიეს, რომლებიც საბავშვო ბაღებში დღეიდან განახლებულ სასწავლო პროცესს წარუძღვებიან.
c8cr3kf5vkpo9sr

295 პედაგოგის შესარჩევად დაწესებულებაში სულ 13000-მდე მეტი განაცხადი შევიდა. კონკურისის მიხედვით, პირველი ეტაპი, აპლიკაციის გადარჩევა გახლდათ, ხოლო შემდგომ 7 წევრიან კომისიასთან გასაუბრება იყო.
კომისიის შედაგენლობაში შედიოდნენ: ააიპს ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე, მისი მოადგილებიი მაკა დოღონაძე და მაკა ნაცვლიშვილი, მეთოდკაბინეტის უფროსი, ნუნუ ფერაძე, იურისტი რამაზ იობიძე, საკრებულოს დეპუტატი, დავით წიტაიშვილი და მერიის ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენელი, თამარ ნიკოლეიშვილი.
გასაუბრების შედეგად კომისიამ 295-ვე პედაგოგი შეარჩია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი.
ქუთაისში სულ 35 საბავშვო ბაღია. სადაც ამ დროის მონაცმებით 590 პედაგოგი მუშაობს.
თეკლე მორგოშია

Leave a comment