ქუთაისის ოპერის თეატრს დაფინანსება 170 ათასით გაეზარდა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ადგილობრივი თვითმმართვეობიდან 900 ათასი ლარით დაფინანსდება, რაც 170 ათასით მეტია 2014 წლის ბიუჯეტთან შედარებით.
opera

როგორც თვითმმართველობის 2015 წლის ბიუჯეტშია აღნიშნული, გათვალსიწინებული თანხა ადმინისტრაციულ და სადადგმო ხარჯებს მოხმარდება. წლის განმავლობაში ჩატარდება საოპერო გუნდის სოლო კონცერტები. ასევე, აღდგენილი იქნება საბავშვო სპექტაკლები, რითაც რეგიონის მუსიკალური სკოლებისა და ქალაქის სკოლების მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება ჩამოუყალიბდეთ მუსიკალური ხელოვნებისადმი სიყვარული.
აღნშნული ბიუჯეტის ფარგლებში ორგანიზება გაუკეთდება საგასტროლო ტურნეებს ქალაქ თბილისსა და ბათუმში.
2015 წლის გაზრდილი ბიუჯეტით თეატრი იგივე სამუშაობის გაკეთებას აპირებს, რასაც გასულ წელს 730 ათასით გეგმავდა.

ეკა კუხალაშვილი

Leave a comment