ქუთაისში სპორტის სასახლის განახლებული იატაკი პირველივე თამაშზე გაფუჭდა (ფოტო)

ქუთაისში განახლებულ სპორტის სასახლეში საკალათბურთო სეზონი ქუთაისი-დინამოს თამაშით ახლად დაგებულ პარკეტზე გაიხსნა.
თუმცა შეხვედრის პირველიმე მეათედში საჯარიმოების ტერიტორიაზე იატაკის გადასაკრავი მასალა მწყობრიდან გამოვიდა. თამაშის დროს გადასაკრავი მასალა იატაკიდან აცილდა.
3

2 1
5 4
ქუთაისის სპორტის სასახლეში რეაბლიტაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა. რეაბილიტაციის შედეგად სპორტის სასახლეში ბეტონის იატაკი პარკეტმა ჩაანაცვლა.
სპორტის სასახლეში 1060 კვადრატი პარკეტი დაიგო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა CRP ჯგუფმა შეასრულა. სამუშაოებზე 160 000 ლარი დაიხარჯა. როგორც სამუშაოების მიმდინარეობის დროს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, სპორტული კომპლექსი FIBA-ს სტანდარტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.
,,თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სპორტის სასახლეში იატაკი შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. საფარი იყო არასტანდარტულად მოწყობილი,ეს მოხდა წინა ხელისუფლების მიერ თანხის დაზოგვის ან ნაჩქარევად შესრულებული სამუშაოს გამო. რამდენიმე გუნდმა აქ თამაშზე უარიც კი განაცხადა. რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ იატაკის მოწყობა, რაც იმას ნინავს , რომ ქუთაისში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების მოწყობაა შესაძლებელი.“-განაცხადა შოთა მურღულიამ სპროტის სასახლეში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.
ქუთაისის სპორტის სასახლეში გუშინდელი შეხვედრა თბილისის დინამოს გამარჯვებით დასრულდა (ქუთაისი 56-68 დინამო)

Leave a comment