ქუთაისში მასწავლებელთა სახლის ყოფილი შენობა გაიყიდა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მასწავლებთა სახლის ყოფილი შენობა გაიყიდა.
saxli

ადგილობრივმა თვითმმართველობამ შენობა აუქციონის წესით, 151 000 ლარად გაყიდა.
ქუთაისის ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილის განმარტებით, მასწავლებელთა სახლის ყოფილი შენობა “ეიჩპი ჯგუფმა” შეიძინა.
“რა გაკეთდება არ ვიცი, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო შენობა გაყიდულიყო და მომვლელი გამოსჩენოდა,” – ამბობს მიქიაშვილი.
მისივე თქმით, მასწავლებელთა სახლის ყოფილი შენობა, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა ახალი მფლობელების მიერ წელიწადნახევარში მოწესრიგდება.
მასწავლებთა სახლის ყოფილი შენობა, 5 წლის წინ ხანძრის შედეგად დაიწვა და ამ დრომდე ქალაქის ცენტრალურ უბანში რეაბილიტაციის მიღმა რჩებოდა.
ანა ჯანაშია

Leave a comment