წერეთლის უნივერსიტეტში ახალ რექტორს 4 თვეში აირჩევენ

წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეული აკადემიური საბჭო, ახალ რექტორს 2015 წლის თებერვალში აირჩევს.
weretelil 2

როგორც წერეთლის უნივერსიტეტში ამბობენ, რექტორის არჩევნების ჩატარება თებერვლის მეორე ნახევარში იგეგმება.
“რექტორის არჩევნები ოფიციალურად მიდმინარე წლის დეკემბერში გამოცხადდება, რადგან პროცედურულად არჩევნების პროცესი ორ თვემდე მაინც გრძელდება,”- ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სულხან კუპრაშვილი.
უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.
უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიური საბჭო ირჩევს.
დღესდღეობით წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა გიორგი ღავთაძეს უჭირავს.
ანა ჯანაშია

Leave a comment