საპატრიარქოს ქუთაისის მერიისგან მიწა უსასყიდლოდ გადაეცა

ქუთაისის მერიამ თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცა.
საპატრიარქოს მიერ ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აშენდება.
10805033_839257099450305_861218315_n

მუხრანის დასახლებაში ტაძრის მშენებლობის კურთხევა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ერთი წლის წინ გასცა. მშენებლობას საფუძველი კი დღეს ჩაეყარა.
“მართალია, ივერიის ღვისმშობლის სახელობის ტაძარი გვაქვს, მაგრამ ამის სიმრავლით ჩვენში რწმენა მეტად განმტკიცდება. დრო შეგვჭამს, თუკი არ განმტკიცდება ჩვენში რწმენა. ენა, მამული სარწმუნოება ჩვენი კოდია, რომლის წართმევა უნდათ. მაგრამ ამას ვერ შეძლებენ. ასევე, მინდა ყველამ იცოდეს რომ ქუთაისი არის ქვეყნისცემა”, – განაცხადა ეკლესიის ასაშენებლი ადგილის კურთხევაზე, მეუფე კალისტრატემ.
მისივე თქმით, ტაძრის მშენებლობის ხარჯებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები გაიღებენ, შემოწირულობის სახით. გარდა ამისა, მუხრანის მიმდებარე ტერიტორიაზე მეუფის კურთხევით აბმულატორია და თონის გაკეთებაც იგეგმება, რომლითაც მუხრანის დასახლებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები უფასოდ ისარგებლებენ.
აღნიშნული ადგილის კურთხევას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
თეკლე მორგოშია

Leave a comment