ქუთაისში მცხოვრები ქალბატონი თვითმკვლელობას გადაურჩა – Kutaisipost-ზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ გამოსახლება შეჩერდა

ქუთაისში, ნიკეას #32-ში მცხოვრები იზაბელა ლეჟავას ოჯახის გამოსახლება ადგილზე მყოფმა პოლიციამ ოთხშაბათამდე შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ქალბატონმა პოლიციისა და მევახშის ადგილზე მისვლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის პროტესტის ნიშნად ფანჯრიდან გადახტომას აპირებდა.
10365900_10203938976852292_7004767038360721015_n

„ხვალ ვაპირებთ მივმართოთ სახალხო დამცველის აპარატს და ქუთაისის მერიას. რისთვის ავირჩიეთ? – დაგვეხმარონ. ოთხშაბათს პარლამენტმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამასაც ველოდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა იგივე განმეორდეს. მიმართავთ ყველას, მოგვხედონ და დაგვეხმარონ“, – ამბობს იზაბელა ლეჟავას ოჯახის ახლობელი მარინა სუპატაშვილი, რომელიც თავადაც იპოთეკით დაზარალებული გახლავთ.

“ქუთაისიპოსტი”

Leave a comment