ნარკოდამოკიდებული ქალების მიმართ საზოგადოება განსაკუთრებით სასტიკია – დისკუსია ქუთაისში

ნარკოდამოკიდებული ქალები ორმაგად დისკრიმინირებულნი არიან – აღინიშნა შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც „ახალი გზა“ და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მიერ იყო ორგანიზებული, ორი თემა განიხილეს – აივ ინფექციის პროფილაქტიკა და ზიანის შემცირების პროგრამები და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენლები შეეხნენ ქალთა მიმართ ძალადობის მატების ზოგად ტენდენციას და ამ სივრცეში ნივთიერებაზე დამოკიდებული ქალების ორმაგად გართულებულ მდგომარეობს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ნარკოდამოკიდებული ქალები განიცდიან დევნას ყველა მხრიდან. საზოგადოება განსაკუთრებით სასტიკია მათ მიმართ. „ნარკოდამოკიდებული ქალები დისკრიმინირებულნი არიან როგორც საზოგადოებიდან და სამართალდამცავებიდან, როგორც ოჯახიდან და ნაცნობებიდან, ასევე თავად მომხმარებელთა თემიდანაც. ნარკოდამოკიდებული ქალი ყველაზე მარგინალიზებულია“, – აღნიშნა „ახალი გზის“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა ზაზა ქარჩხაძემ.
ეკა კუხალაშვილი

Leave a comment